მამუკა ბახტაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად გაეცნო.
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც პროექტ – „ახალი თბილისის“ ფარგლებში „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, გასული წლის ბოლოს დაიწყო. რეაბილიტაცია 18 მისამართს შეეხება.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში შენობების დაზიანებული ადგილების დაშლა-გადაწყობის პროცესი, დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება, ნაძერწი დეტალების აღდგენა-რესტავრაცია და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 55-60 მილიონ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ფოტო: მირიან მელაძე