მამუკა ბახტაძე - ექსცესებსა და პროვოკაციებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია, როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის
„ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებსა და პროვოკაციებს, მაგრამ ამან არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია.
„მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება გაითვალისწინებს არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს.
„ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ მათ გავითვალისწინებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.