მაია ცქიტიშვილი - პრეზიდენტის განცხადება აცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს, მთავრობის სხდომების ჩატარება რეგლამენტითაა განსაზღვრული
მაია ცქიტიშვილი - პრეზიდენტის განცხადება აცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს, მთავრობის სხდომების ჩატარება რეგლამენტითაა განსაზღვრული

მთავრობის სხდომების ჩატარება განსაზღვრულია რეგლამენტით, –  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის მიმართავსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისი მონაწილეობით მთავრობის სხდომის მოწვევას ეხებოდა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, მთავრობის სხდომა მოიწვიოს.

„გვაქვს მთავრობის რეგლამენტი. მთავრობის სხდომების ჩატარება განსაზღვრულია რეგლამენტით. პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, მოიწვიოს მთავრობის სხდომა. პრეზიდენტს შეუძლია, გამოთქვას სურვილი, მთავრობამ იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე, ეს არის მისი, როგორც მოქალაქის, როგორც პოლიტიკოსის სურვილი. როგორც პრეზიდენტს, მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, მიმართოს პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევის მოთხოვნით. პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად უფლება აქვს, დაესწროს მთავრობის სხდომას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აქვს კონკრეტული საკითხი, რომლის განხილვაც არის მთავრობის კომპეტენციაში. პრეზიდენტის ეს განცხადება არის აცდენილი სამართლებრივ ჩარჩოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.