ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს დედა აცხადებს, რომ მისი შვილს არანაირი ცრუ ჩვენება არ მიუცია და ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც დ.ღ-ს ბრალი წარუდგინეს.
„კითხვებს პასუხს სასმართლოში გასცემს. არანაირი ცრუ ჩვენება არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს“, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.
ამასთან, მისი თქმით, მცდარია განცხადებები, რომ შესაძლოა, მის შვილს ბრალი დაუმძიმდეს.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.