გრიგოლ ვაშაძე - მდგომარეობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი
გრიგოლ ვაშაძე - მდგომარეობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში „ერთი დაპირება გასცა და ერთი ჩაანალიზება გააკეთა“.

ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემა „დებატები 2018“-ში, წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება იყო, რომ ერთ წელიწადში ყველას თავის ადგილს მიუჩენენ.

„მე წარმოვადგენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელშიც 11 პოლიტიკური ორგანიზაცია არის გაერთიანებული და მინდა გითხრათ, რომ ათასობით ადამიანს შევხვდით, ვესაუბრეთ, ამას ვაგრძელებთ და მთელი საქართველო არის დაზაფრული გუშინდელი ინტერვიუთი, სადაც ე.წ „ქართული ოცნების“ მამამთავარმა ერთი დაპირება გასცა და ერთი ჩაანალილება გააკეთა. დაპირება იყო, რომ ყველას თავის ადგილს მიუჩენენ ერთ წელიწადში. ჩაანალიზება იმაში მდგომარეობდა, რომ სამი მილიონ ნახევარი მოსახლეობა სიღატაკეში მყოფი, ეს იმის ბრალი არის, რომ არიან ზარმაცები, არიან უნიჭოები, არ უნდათ მუშაობა და არ უნდათ თავის დადანაშაულება იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იმ უტიფარი და თავხედური ტყულების შემდეგ, რაც 2012 წლის შემდეგ იყო გაცემული, ის მდგომარეობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი ე.წ. ქურდული ოცნების“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პირველი არხის ეთერში დებატები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის იმართება.