გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, რომელსაც ცხრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრება, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე მსჯელობენ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება. მისი ვინაობა კი, ოპოზიციონერების განცხადებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.