გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ გალაჰერს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განვითარებაში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს საქართვლოში რომის პაპის ვიზიტი გაიხსენა და მას განსაკუთრებული მოვლენა უწოდა.

ასევე, მხარეებმა შეხვედრაზეგანათლებისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.