გიორგი გახარია გიგა ბოკერიას - მესმის დისკუსიის თქვენი ხელოვნება, ჩემი პასუხი მარტივია - ველოდებით კომისიის დასკვნას
ველოდებით დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა – „სწორად გავიგე თუ არა თქვენი მოსაზრება, რომ ამ მშრალ ფაქტებზე დაყრდნობით, არ მიგაჩნიათ საკმარისად ეს მშრალი ფაქტები იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება მირზა სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიებაში შესაძლო ჩარევაზე და თანამდებობის პირების შესაძლო უკანონო მოქმედებებზე ამ ჩარევის შედეგად“.
გიორგი გახარიას განცხადებით, შს სამინისტრო ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელოდება.
„მესმის დისკუსიის თქვენი ხელოვნება. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის მარტივი – ველოდებით თქვენს დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით“, – უპასუხა გიგა ბოკერიას გიორგი გახარიამ.