იაპონური „საგან ტოსუს“ ესპანელმა ფორვარდმა, ფერნანდო ტორესმა იაპონიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ის „ვისელ კობეს” წინააღმდეგ ქვეყნის თასის მეოთხე წრის მატჩში (3:0) 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მოედანზე და გოლი 20 წუთის შემდეგ გაიტანა.
ტორესს საგოლე პასი აკიტო ფუკუტამ გაუკეთა, რომელმაც გადაცემამდე ბურთი უჩვეულო ილეთით გააჩერა.
ესპანელი ფორვარდი იაპონიაში გადასვლის შემდეგ, გოლის გატანას ზედიზედ შვიდი მატჩი ვერ ახერხებდა.
„ვისელ კობეს” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.