ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მოსწავლეებს ხვდება [ფოტო]
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვია.
ევროკომისარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლაში მივიდა, რომელიც ოფიციალურად ხვალ იხსნება. იოჰანეს ჰანი სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლისთვის შერჩეულ 30 მოსწავლეს არაოფიციალურ გარემოში ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე, ის მოსწავლეებს გაეცნო.
მოგვიანებით, ევროკომისარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლაში უცხოელ და ქართველ ჟურნალისტებს შეხვდება და სავარაუდოდ, მათ კითხვებსაც უპასუხებს.
ევროპული სკოლიდან კი, იოჰანეს ჰანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისარი და საგარეო საქმეთა მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.