ევროკავშირის წარმომადგენელი - ირლანდიის საზღვრის საკითხმა შესაძლოა, ევროკავშირისა და ბრიტანეთის შეთანხმება ჩაშალოს
ირლანდიის საზღვრის საკითხმა შესაძლოა, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმება ჩაშალოს, – ამის შესახებ ე.წ. ბრექსითის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა.
ბარნიეს თქმით, შეთანხმება 90 პროცენტით მიღწეულია, თუმცა მთავარ დაბრკოლებად კვლავ ირლანდიისა და ჩრდილო ირლანდიის საზღვრის საკითხი რჩება.
ბარნიეს განცხადებით, ბრიტანეთთან შეთანხმების მიღწევა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ევროკავშირის სამიტზე გარღვევა ვერ მოხდა და გარდამავალი პერიოდი შესაძლოა, 2021 წლამდე გადავადდეს.
გეგმის თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.