ევროკავშირის პარლამენტმა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკური საგნების აკრძალვას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის პარლამენტმა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკური საგნების აკრძალვას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება 10 ყველაზე ხშირად გამოყენებადი პლასტიკური საგნის, მათ შორის პლასტმასის თეფშეფის და საკვების კონტეინერების აკრძალვას ითვალისწინებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, პლასტიკური ნარჩენის მხოლოდ მესამედის შეგროვება ხდება, ნარჩენების უმეტესობა კი, ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება. ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისია ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წევრ ქვეყნებთან გამართავს.