ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ფასი 2.5694 ლარია. 10 აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.5339-ს შეადგენდა. შესაბამისად, წინა ვაჭრობასთან შედარებით, ლარი 0.0355 თეთრით გაუფასურდა.
ევროს ოფიციალური კურსი კი, 2.9242 ლარია. წინა ვაჭრობასთან შედარებით, ევრო 0.0181 პუნქტით გამყარდა.
სავალუტო ჯიხურებში დღეს დოლარის შესყიდვის კურსი 2.62 ლარს აღწევდა, კომერციულ ბანკებში კი, 2.66 ლარს.