დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება
რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.
„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა არც მოხდარიყო. „ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.