„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხონში ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, რეგიონში აქტუალურია ფაროსანას მიერ მოსავლის განადგურების საკითხი. ყველაზე მთავარ პრობლემად კი, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას ასახელებენ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანების ცხოვრება უფრო გართულდა და საზოგადოება სასიკეთო ცვლილებებს ითხოვს.