დავით ბაქრაძე - ანგელა მერკელთან შეხვედრაზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესაძლელობაზე იყო საუბარი
დავით ბაქრაძე - ანგელა მერკელთან შეხვედრაზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესაძლელობაზე იყო საუბარი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესაძლელობაზე იყო საუბარი.

„ძალიან გულწრფელი და კარგი შეხვედრა იყო. ჩემ მიერ დაყენებული ერთ-ერთი კონკრეტული თხოვნა იყო, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება. მისგან მივიღე დაპირება, რომ თანახმაა, დაიწყოს ამ თემაზე მუშაობა და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში. სანქციების შემოღება და ქართველების დასაქმება გერმანიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს, ყველაფერი გააკეთონ ამ შეთანხმების კონკრეტულად და პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.