დასავლეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთში 25,1 ათასი ტონა სასანქციო საკვები პროდუქტი გაანადგურეს
დასავლეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთში 25,1 ათასი ტონა სასანქციო საკვები პროდუქტი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სანიტარული სამსახური „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.
სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის 9 ივლისამდე საზღვარზე დააკავეს 25, 377 ათასი ტონა აკრძალული პროდუქცია, საიდანაც 25,089 ათასი ტონა გაანადგურეს.
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სნქციების საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2015 წლის აგვისტოში მოსკოვმა კონტრსანქციები დააწესა და დასავლური ქვეყნებიდან მცენარეული და ცხოველური პროდუქტების იმპორტი აკრძალა.