ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია წარდგენილი
ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია წარდგენილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის ცესკო-ში  პრეზიდენტობის 19 კანდიდატია წარდგენილი.

შვიდი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. ესენი არიან: კახაბერ ჭიჭინაძე, გია ჩხიკვაძე, კობა ჯულაყიძე, გიორგი გახოკია, სალომე ზურაბიშვილი, ნიკოლოზ ლეკიშვილი და დავით ამაშუკელი.

12 კანდიდატი კი, არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების სახელით გეგმავს. მათ შორის მიხეილ სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“, ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“, ვახტანგ გაბუნია – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ლევან ჩხეიძე –  „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, შალვა ნათელაშვილი  – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ზვიად იაშვილი – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, დავით უსუფაშვილი – „თავისუფალი დემოკრატები“, კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“, გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და ზვიად მეხატიშვილი – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.