ცეკვა კრიმინალი არ არის - ირანში გოგონას დაკავებას ცეკვით აპროტესტებენ
ირანში ახალგაზრდა გოგონა ცეკვის გამო დააკავეს. 19 წლის მაედეჰ ჰოჯაბრი იმის გამო დააპატიმრეს, რომ მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა.
გოგონა ვიდეოზე ირანულ და დასავლურ პოპ მუსიკაზე, ჰიჯაბის გარეშე ცეკვავს. მოგვიანებით, ირანულმა ტელევიზიამ გოგონას აღიარებით ჩვენებ გაავრცელა.
თინეიჯერის დაკავებამ სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია. ახალგაზრდებმა დაპატიმრებულ ქალს მხარი დაუჭირეს და ცეკვის ვიდეო თავადაც ატვირთეს.
კამპანიას უამრავი ახალგაზრდა შეუერთდა, ისინი ცეკვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებენ ჰეშთეგით #dance_isn’t_a_crime (ცეკვა კრიმინალი არ არის).
ვიდეო მიმართვა გაავრცელა ცნობილმა ირანელმა ბლოგერმა ჰოსეინ რონაგჰიმ. მისი თქმით, დაუშველებია, რომ მთავრობა 17 და 18 წლის გოგონებს ცეკვის გამო აპატიმრებს და ამავე დროს მოძალადეები და დამნაშავეები დაუსჯელები არიან.
„დაუჯერებელია, რომ მთავრობა ცეკვის და ბედნიერების გამო აპატიმრებს ახალგაზრდებს. ამ დროს კი ბავშვებზე მოძალადეები დაუსჯელები არიან. ისინი ალბათ ახლა იცინიან“, – ამბობს ირანელი ბლოგერი.
მსგავსი გზავნილები არაერთმა ირანელმა ახალგაზრდამ გაავრცელა.
ირანში ქალებს მამაკაცების თანდასწრებით ცეკვა ეკრძალებათ. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც გოგონა უახლოესი ნათესავების წრეში ცეკვავს.