აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები მიგრანტ მშობლებს დაუბრუნდებიან
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს მიგრანტ მშობლებს დააცილეს, ხუთშაბათს ოჯახის წევრებს დაუბრუნდებიან. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხზე დადგენილება ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო. თუმცა, მცირეწლოვანთა შორის ისეთებიც არიან, რომელთა მშობლებსაც კრიმინალური წარსულისა თუ სხვა მიზეზებით, დეპორტირება მოუწიათ.
ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ სასაზღვრო კონტროლისთვის დააწესა, აპრილიდან მოყოლებული მშობლებს 2300-მდე ბავშვი დააცილეს. ისინი დროებითი განთავსების ცენტრებში არიან გადაყვანილი.