აქციის გამო, რუსთავი-თბილისის გზის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე სამუშაოები პარალიზებულია
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე სამუშაოები კვლავ პარალიზებულია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამშენებლო ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მძიმე ტექნიკასა და თანამშრომლებს გადაადგილებისა და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობა ამბობს, რომ მათი სახლები ავარიულია და მიმდინარე სამუშაოები მდგომარეობას უფრო ამძიმებს და საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, აქციის მონაწილეები გასახლებასა და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
ანალოგიური აქცია ქვემო ფონიჭალაში გუშინ გაიმართა, ადგილობრივებმა აქცია დღესაც განაახლეს.