ჩრდილო კორეის მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი ვლადივასტოკში შენიშნეს
ვლადივასტოკში კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირადი ავიალაინერი რუსეთის ტერიტორიაზე 3 საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც ფხენიანში გაემგზავრა.
იმყოფებოდა თუ არა ბორტზე კიმ ჩენ ინი, უცნობია. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, შესაძლოა, თვითმფრინავში ჩრდილო კორეელი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, რომლებიც კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტს ამზადებენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შესაძლოა, სექტემბერში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს.
მანამდე კიმ ჩენ ინს რუსეთში მიწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ფხენიანში ვიზიტისას პირადად გადასცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზეა მიწვეული.
ფხენიანს კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი არ დაუდასტურებია.