ლიზა იასკო - უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე და იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს
ლიზა იასკო - უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე და იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს

სამწუხაროდ, ყველა შესვლაზე ვხვდები, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო და უფრო ცუდად არის. უკეთესი იქნებოდა, რომ მთავრობის მხრიდან ქმედებები და განცხადებები ყოფილიყო გაცილებით სხვანაირი ძალიან არასწორი და დიდი სირცხვილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და ყოველდღე მისი მდგომარეობა მძიმდება, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პოზიციაა,რომ მიხეილ სააკაშვილი იქ დაბრუნდეს.

„ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს, ეს ძალიან მტკივნეული და არასწორია, მაგრამ თუ არ გაგრძელდება ბრძოლა, მაშინ მიხეილის სიცოცხლესაც დავკარგავთ და საერთოდ მომავალს. მისთვის აუცილებელია სამედიცინო დახმარება იმ კლინიკებში, რაზეც ვსაუბრობდით და ეს არ შეიძლება იყოს გლდანის საავადმყოფო. საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, მის მდგომარეობაზე, ის უძლებს მაგრამ ხო ვხედავ, ამჯერად უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ყოველ ჯერზე უფრო ცუდად არის. ამ მომენტში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ეს ძალიან მძიმეა. ამ მომენტში მან 20 კილოზე მეტი დაიკლო და აქვს ცუდი სიმპტომები. უკრაინის პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ გვსურს, ის დაბრუნდეს უკრაინაში, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე და იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს, ამაზე პასუხიმგებლობა საქართველოს მთავრობასაც ეკისრება“, – განაცხადა იასკომ.