ლიზა იასკო - შიმშილობის მეორე კვირა მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო, საბრძოლო განწყობაზეა, თუმცა მისი ჯანმრთელობა ძალიან დაზარალდა
ლიზა იასკო - შიმშილობის მეორე კვირა მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო, საბრძოლო განწყობაზეა, თუმცა მისი ჯანმრთელობა ძალიან დაზარალდა

შიმშილობის უკვე მეორე კვირა მიმდინარეობს, მან 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო, საბრძოლო განწყობაზეა, თუმცა სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობა უკვე ძალიან დაზარალდა, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ლიზა იასკომ საპატიმროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, ყველა ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც დაემართა საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

შიმშილობის უკვე მეორე კვირა მიმდინარეობს, მან 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო, საბრძოლო განწყობაზეა, თუმცა სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობა უკვე ძალიან დაზარალდა. ეს ძალიან სამწუხაროა. ის ძალიან გახდა. მთელი მსოფლიო, საერთაშორისო საზოგადოება ამას აკვირდება. უამრავი განცხადება გაკეთდა ევროპარლამენტის, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის დეპუტატების მხრიდან, ყველა ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, რაც დაემართა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მისი უკანონო დაპატიმრების გამო. ეს ძალიან სევდიანია და სამწუხაროდ, ეს ბევრ ცუდზე მიუთითებს. საჭიროა მისი გათავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა. ეს უკვე ყველა ქართველს ეხება, ყველას, ვინც მიხეილს მხარს უჭერს, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. მუდმივად მეკითხებიან, თუ რა ხდება, სად მოვიდნენ, როგორ დაგვიჭირონ მხარი. მე ვიღებ ახლა ასობით ამგვარ შეტყობინებას. მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენ, ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჩემი პასუხია, უნდ იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ“,- განაცხადა ლიზა იასკომ.