ლიზა იასკო - სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება
ლიზა იასკო - სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება

სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

იასკოს თქმით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა არ არის საკმარისი დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის.

„ის ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება. ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

ამასთან, რადას დეპუტატმა სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიეცათ.

„მოხარული ვართ, რომ საბოლოოდ, ადვოკატს მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, არ გვჯეროდა, რომ შემოუშვებდნენ. ყველა დოკუმენტი მომზადებული და გადაცემულია. ვიმედოვნებთ, დღეს ან ხვალ ადვოკატებს შეუშვებენ. ეს ხანგრძლივი პროცესებია და წერილი, რომელიც უნდა მოვიდეს იუსტიციის სამინისტროსგან, რამდენადაც ვიცი, მოვა. პროცესი დაწყებულია და ადვოკატი შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას“, – განაცხადა ლიზა იასკომ.