ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მოღალატე აღმოჩნდა
მიხეილ სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მოღალატე აღმოჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში წერს.
ლიზა იასკოს განცხადებით, პატიმრობის ერთი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სახელი ბევრმა გამოიყენა პირადი გამდიდრებისა და ყურადღებისთვის მისი ნებართვის გარეშე.
„მაშინ რომ მცოდნოდა, რამდენი ღალატი იყო მის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში წასვლის შესახებ… არის ამაში მიხეილის შეცდომა? მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – მისი ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანებისადმი ნდობაა. რაღაც აბსოლუტური და რომანტიული. და ცუდი ადამიანებისადმი, ასევე“, – წერს ლიზა იასკო.