ლიზ ტრასი - ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“
ვაღიარებ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“, – ამის შესახებ ლიზ ტრასმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს დაინიშნა.
„მოვედი თანამდებობაზე დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს. ოჯახები და ბიზნესი წუხდნენ, როგორ გადაეხადათ გადასახადები. პუტინის უკანონო ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო შეფერხებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. მე ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“ მანდატით, რომ ეს შემეცვალა. ჩვენ შემოვიღეთ ენერგიის გადასახადები და ეროვნული დაზღვევის შემცირება. ჩამოვაყალიბეთ ხედვა დაბალი გადასახადებისა და მაღალი ზრდის ეკონომიკის შესახებ, რომელიც ისარგებლებს ბრექსითის თავისუფლებებით, თუმცა ვაღიარებ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“. ამიტომ ვესაუბრე მის უდიდებულესობას, მეფეს, რათა ეცნობებინა, რომ ვტოვებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა.