ლიზ ტრასი - პუტინს უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ, ეს იქნება შეტყობინება, რომ სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ
პუტინს უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ, ეს იქნება შეტყობინება, რომ სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნების ჩახსნა რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებისგან.
„მამაცმა უკრაინელმა ხალხმა სიურპრიზი გაუკეთა პუტინს თავისი სიმტკიცით. ახლა არ არის დანებების დრო. პუტინი უნდა დამარცხდეს. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ აგრესორი იგებს მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის ძალა. ვიცით, რომ თუ არ გავაკეთებთ საკმარისს ახლა, მსოფლიოს მასშტაბით სხვა აგრესორები გათამამდებიან. ვიცით, რომ თუ პუტინი არ იქნება გაჩერებული უკრაინაში, ამას საშინელი შედეგები ექნება ევროპისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გავაგზავნით შეტყობინებას, რომ სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ.
ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი და უფრო სწრაფი. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სანქციები, რაც მოიცავს „სვიფტიდან“ სრულ ჩახსნას და დიდი შვიდეულის მიერ რუსული ნავთობის და გაზის მოხმარების შეწყვეტას. ჩვენ დავასრულებთ ავტორიტარულ რეჟიმებზე სტრატეგიულ დამოკიდებულებას ენერგეტიკის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების გათვალისწინებით. არ უნდა დავისვენოთ, ვიდრე პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება და ვიდრე ქვეყნის სუვერენიტეტი არ აღდგება“, – თქვა ლიზ ტრასმა.