ლიზ ტრასი - პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა
პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა უკრაინაში რუსეთის ომის მე-100 დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ინტერვენცია მსოფლიოში მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
„ამ ომს აქვს უზარმაზარი შედეგები გლობალური მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ტრასმა.
როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ძალიან შეცდა.
„ის ელოდებოდა, რომ ინტერვენცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა უკრაინელების სიმამაცის სიმტკიცე, რომლებიც თავდაჯერებულად იცავენ თავიანთ ქვეყანას.დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ინტერვენციის დაწყების დღიდან მოკლული ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს და დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვისადმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი წარმატება და პუტინის მარცხი“, – აღნიშნულია ლიზ ტრასის განცხადებაში.