ლიზ ტრასი - ჩვენ დავაწესებთ სანქციებს ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, იქამდე არ შევწყვეტთ კრემლისთვის ეკონომიკური ტკივილის მიყენებას, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება
ლიზ ტრასი - ჩვენ დავაწესებთ სანქციებს ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, იქამდე არ შევწყვეტთ კრემლისთვის ეკონომიკური ტკივილის მიყენებას, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება

ევროკავშირის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი სასანქციო სიაში დიდ ბრიტანეთსაც შეჰყავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენ დავაწესებთ სანქციებს ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის საპასუხოდ. ჩვენ არ შევწყვეტთ კრემლისთვის ეკონომიკური ტკივილის მიყენებას იქამდე, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება“, – წერს ლიზ ტრასი.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სექტორალური და ინდივიდუალური სანქციების პაკეტი გუშინ გამოაცხადა. ამასთან, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვისთვის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.