ლიზ ტრასი - ამბობენ, რომ ახლა მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოიტანს ყალბ მშვიდობას, რუსეთი უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში მისი დამარცხების შემთხვევაშია შესაძლებელი.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ საჯარო ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენთვის აუცილებელია, უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
მან აღნიშნა, რომ არ თვლის რუსეთთან მოლაპარაკებას შესაძლებელს იმ ვითარებაში, როდესაც მისი ჯარები უკრაინაში რჩებიან.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არის ახლა, ვიდრე რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოიტანს ყალბ მშვიდობას. ეს გამოიწვევს შემდგომ აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებიდან – მაგალითად, მინსკის პროტოკოლის შეცდომებიდან, რამაც ვერ უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.