ლიზ ტრასი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის
საუკეთესო გზა ცის დასაცავად ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაა, რომლის უკრაინისთვის მიწოდებასაც გაერთიანებული სამეფო აპირებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო არ ცდილობს არასაფრენი ზონის მოწყობას საევაკუაციო დერეფნების თავზე, ვინაიდან ეს გამოიწვევს პირდაპირ კონფრონტაციას ნატო-სა და რუსეთს შორის.
ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი ემხრობა SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის სრულ ჩახსნას და მიაჩნია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უნდა დაასრულონ რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება.