იტალიის საპორტო ქალაქ ლივორნოში, რეზერვუარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, რეზერვუარი ადვილად აალებადი სითხით იყო სავსე, თუმცა რამ გამოიწვია მისი აფეთქება უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.