ლივერპულში „ევროვიზია 2023“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ზურმუხტისფერ ხალიჩაზე „ევროვიზია 2023“-ის მონაწილე 37-ვე ქვეყნის წარმომადგენელი გამოვიდა, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ირუ, რომელმაც გახსნის ცერემონიის წამყვანების შეკითხვებს უპასუხა.
ირუ მაყურებლის წინაშე 11 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ კონკურსზე, რომელსაც ყოველწლიურად 260 მილიონი ადამიანი უყურებს, ის გიგა კუხიანიძის სიმღერა ECHO-ს შეასრულებს.
13 მაისს გაიმართება „ევროვიზია 2023“-ის ფინალი, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.