„ლივერპული“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა
„ლივერპული“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ინგლისის ჩემპიონატის მე-3 ტურში შაბათის სათამაშო დღე დასრულდა, რომლის შემდეგაც, ერთპიროვნული ლიდერი „ლივერპული“ გახდა. მან მოჰამედ სალაჰის ერთადერთი გოლით შინ მოუგო „ბრაიტონს“. იურგენ კლოპის გუნდს სამიდან სამი მოგება აქვს და ჯერ გოლი არ გაუშვია.

„ლივერპულის“ დაწევა შეუძლიათ „ჩელსის“, „უოტფორდსა“ და „ტოტენჰემს“, რომლებიც კვირასა და ორშაბათს ჩაატარებენ თავიანთ შეხვედრებს.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „არსენალის“ პირველი მოგება ახალი მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით. „მეთოფეები“ ლონდონურ დერბიში აგებდნენ „ვესტ ჰემთან“, მაგრამ 3:1 მოიგეს.

შაბათის მატჩები:

„ბორნმუთი“-„ევერტონი“ 2:2

გოლები: 0:1 – 56 უოლკოტი, 0:2 – 66 კინი, 1:2 – 75-პენ, კინგი, 2:2 – 79 აკე.

„არსენალი“-„ვესტ ჰემი“ 3:1

გოლები: 0:1 – 25 არნაუტოვიჩი, 1:1 – 30 მონრეალი, 2:1 – 70-საკ. კარში დიოპი, 3:1 – 90 უელბეკი.

„ჰადერსფილდი“-„კარდიფი“ 0:0

„საუთჰემპტონი“-„ლესტერი“ 1:2

გოლები: 1:0 – 52 ბერტრანი, 1:1 – 56 გრეი, 1:2 – 90 მაგუაირი.

„ლივერპული“-„ბრაიტონი“ 1:0

გოლი: 1:0 – 23 სალაჰი.