ინგლისის პრემიერლიგაში მეოთხე ტური დაიწყო და შაბათს, ორმა ლიდერმა მოიგო – კვლავაც უდანაკარგოდ არიან ჩემპიონატში „ლივერპული“ და „ჩელსი“.
„ლივერპული“ სტუმრად ხვდებოდა „ლესტერს“ და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა სადიო მანესა და რობერტო ფირმინოს გოლებით. მეორე ტაიმის შუაში, სტუმართა მეკარე ალისონმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და „ლესტერმა“ ერთი ბურთი გაქვითა. ეს გააკეთა რაშიდ ღეზალმა. ეს იყო პირველი გოლი, რომელიც ამ ჩემპიონატში „ლივერპულმა“ გაუშვა, თუმცა, იურგენ კროპის გუნდმა მაინც მოიგო – 2:1.
რაც შეეხება „ჩელსის“, მან საკუთარ მოედანზე „ბორნმუთს“ 2:0 მოუგო. გოლები მეორე ტაიმში პედრო როდრიგესმა და ედენ აზარმა გაიტანეს.
„ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ოთხი ტურის შემდეგ, ოთხ-ოთხი მოგება აქვთ და ლიდერობენ პრემიერლიგას. მათი დაწევა შეუძლიათ „უოტფორდსა“ და „ტოტენჰემს“, რომლებიც კვირას ერთმანეთში ითამაშებენ.