81′ წუთი. მიქაუტაძე ზივზივაძემ შეცვალა
80′ წუთი. აბურჯანია გვილიამ შეცვალა
77′ წუთი. ივანმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
72′ წუთი. გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა – 2:0.
66′ წუთი. კაშიამ ოქრიაშვილი შეცვალა.
64′ წუთი. საქართველოს ნაკრების კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც მარინმა მიზანს ააცილა.
64′ წუთი. მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა საბა კვირკველიამ.
61′ წუთი. კიტეიშვილის კარგი რეიდი და პასი მიქაუტაძემ გოლით დაუფასა. 1:0 საქართველოს სასარგებლოდ.
59′ წუთი. ალიბეჩი ივანმა შეცვალა.
58′ წუთი. ასევე ორმაგი ცვლილება რუმინეთში: ოლარუმ ჩიკალდაუ შეცვალა, მაქსიმი – ბუდესკუმ.
57′ წუთი. ორმაგი ცვლილება საქართველოს ნაკრებში: შენგელია ლობჟანიძემ შეცვალა, კვეკვესკირი – კიტეიშვილმა
49′ წუთი. ყვითელი ბარათი მიიღო საბა კვირკველიამ.
42′ წუთი. ჩაბრაძესთან უხეშობისთვის რუმინელი ტანასე მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
37′ წუთი. რუმინელი ლეგენდის გეორგე ჰაჯის ვაჟმა საჯარიმო დარტყმით კარის ხარიხა შეაზანზარა, რის შემდეგაც ძალიან ახლოდან დარტყმული ბურთი ეფექტურად მოიგერია ქართველთა მეკარე ლაზარე კუპატაძემ.
4′ წუთი. ჩაბრაძის ჩაწოდებული აუტის შემდეგ ბურთისთვის იბრძოლა აბურჯანიამ, რომლის ჩაწოდებულს მიმართულება მიქაუტაძემ შეუცვალა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს მაკრატელა დარტყმით ანგარიშის გახსნა შეეძლო.
საქართველოს ეროვნული ჰიმნი
რუმინეთის ნაკრების თერთმეტეული
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა
საქართველოს ნაკრები მზადაა რუმინეთთან სათამაშოდ