LIVE FEED - პირველი ტური
LIVE FEED - პირველი ტური

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასასრული

90+4′ – მატჩი დასრულდა. სენეგალმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და იაპონიასთან ერთად H ჯგუფს ლიდერობს.

90+2′ – მსაჯმა 4 წუთი დაამატა, პოლონელები ბოლო შანსებს ეძებენ.

87′ – საჯარიმო მოედანში ჩაგდებულ ბურთს კრიხოვიაკი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა. პოლონელებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ.

86′ – გოოოოოოოოოოოლ!!! პოლონეთმა ერთი გოლი გაქვითა. 1-2

83′ – ცვლილება პოლონეთის შემადგენლობაში: პიშჩეკის ნაცვლად მოედანზეა ბერეზინსკი

78′ – პოლონელები მატჩის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.

75′ – ცვლილება სენეგალის რიგებში: მბაიე ნიანგის ნაცვლად მოედანზეა მუსა კონატე.

73′ – ცვლილება პოლონელთა რიგებში: მილიკის ნაცვლად მოედანზეა კოვნაცკი.

72′ – ყვითელი ბარათი განას (სენეგალი)

70′ – კარგი მომენტი შექმნეს პოლონელებმა, მაგრამ ბოლო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

64′ – ცვლილება სენეგალის შემადგენლობაში: დიუფის ნაცვლად ნდიაიე ითამაშებს .

62′ – პოლონელთა დაცვის კიდევ ერთი შეცდომა. მეკარისთვის უკან გადაწოდებული ბურთი მბაიე ნიანგმა ჩაჭრა და ცარიელ კარში გატანა აღარ გაჭირვებია.

60′ – გოოოოოოოოოოოლ!!! სენეგალმა მეორე გაიტანა. 0-2

მბაიე ნიანგი ცარიელ კარში აგორებს ბურთს

53′ – მეორე ტაიმზე პოლონელები ცვლილებით გამოვიდნენ. ბლაშჩიკოვსკის ნაცვლად ბედნარეკი თამაშობს.

51′ – ლამაზად დარტყმული ჯარიმა სენეგალის კარში. ლევანდოვსკის გასროლილი ნდიაიემ ეფექტური ნახტომით მოიგერია.

49′ – ყვითელი ბარათი სალიფ სანეს (სენეგალი)

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

20:05 – პოლონეთის ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, აფრიკული გუნდისგან გოლი პირველად გაუშვა (მეოთხე მატჩში). წარსულში პოლონეთი ტუნისს, კამერუნსა და მაროკოს შეხვედრია.

20:00 – მოკოვის „სპარტაკის“ საშინაო არენაზე მატჩს 44 190 ადამიანი ესწრება.

19:55 – პოლონელებს უკანა ხაზში აშკარა პრობლემები აქვთ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მათი ‘დაცვის უფროსის’ (როგორც პოლონეთში უწოდებენ) კამილ გილიკის არყოფნაა. შეძლებს თუ არა გუნდი მეორე ტაიმში გადაწყობას და სიტუაციის გამოსწორებას, ცოტა ხანში ვნახავთ.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა. პოლონეთი აგებს. ვნახოთ, რის შეცვლას მოახერხებენ ევროპელები მეორე ტაიმში.

45+1′ – პირველ ტაიმს 2 წუთი დაემატა.

40′ – იდრისა განას დარტყმა არ იყო ძლიერი, მაგრამ ბურთი ტიაგო ჩონეკს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და პოლონელთა კარში აღმოჩნდა.

37′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! ავტოგოლი პოლონელთა კარში. 0-1

34′ – მცირე არეულობა პოლონელთა კარის წინ, მაგრამ მსაჯი თამაშგარეს აფიქსირებს.

29′ – ლევანდოვსკიმ მეტოქის საჯარიმოს წინ მიიღო ბურთი და შემოტრიალებით ურტყამდა. დარტყმა ძლიერი არ გამოდგა. მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელს სენეგალელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

რობერტ ლევანდოვსკი (9) და სადიო მანე.

23′ – მატჩი თითქოს თანაბარია, მაგრამ პოლონელებს ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ – 65%

20′ – კიდევ ერთი ფაქტი: სენეგალელი თავდამსხმელი ისმაილა სარი (18) თავის სადებიუტო მატჩს ატარებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

12′ – ყვითელი ბარათი კრიხოვიაკს (პოლონეთი)

10′ – გუნდებმა რამდენიმე საინტერესო მომენტი გაცვალეს. ჯერ-ჯერობით თანაბარი თამაშის მომსწრენი ვართ.

05′ – მატჩი დაბალ ტემპში მიმდინარეობს. სანამ მეტოქეები ერთმანეთს ზვერავენ, ერთი ფაქტი: რობერტ ლევანდოვსკი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 96-ე მატჩს ატარებს.

01′ – მატჩი დაიწყო.

18:55 – გუნდები მოედანზე არიან. ვისმენთ ეროვნულ ჰიმნებს.

18:50 – სასტარტო შემადგენლობები:

პოლონეთი: ჩესნი, პაზდანი, ციონეკი, მილიკი, ლევანდოვსკი, კრიხოვიაკი, გროსიცკი, რიბუსი, ბლაშჩიკოვსკი, ზიელინსკი, პიშჩეკი

სენეგალი: ნდიაიე, კულიბალი, განა, სანე, დიუფი, მანე, საბალი, ნდიაიე, ისმაილა, ნიანკი, ვაგუე

18:45 – თუ ამ გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღებული გამოცდილებით შევადარებთ ერთმანეთს, პოლონელების უპირატესობა აშკარაა: ევროპელებისთვის ეს მერვე მუნდიალია, აფრიკელებისთვის კი მხოლოდ მეორე. სენეგალი პირველად 2002 წელს მოხვდა მსოფლიოზე და დებიუტანტისთვის უჩვეულოდ მეოთხედფინალამდე გააღწია, სადაც თურქეთთან მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა (0-1). რაც შეეხება პოლონეთს, საუკეთესო შედეგი ამ გუნდმა 1974 და 1982 წლებში აჩვენა, როდესაც მუნდიალის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. 1974 წელს პოლონელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში თვით ბრაზილია დაამარცხეს, 1982 წელს კი არანაკლებ ძლიერი საფრანგეთი.

18:05 – პოლონელი ფეხბურთელები მოედანზე გამოჩნდნენ. მატჩი მოსკოვის სპარტაკის სტადიონზე გაიმართება

პოლონელები მატჩისთვის ემზადებიან

18:00 – დღის მომდევნო შეხვედრა ზუსტად ერთ საათში დაიწყება. მატჩის დაწყებამდე პოლონელი და სენეგალელი გულშემატკივრები ფოტოებისთვის ერთად პოზირებენ

გულშემატკივრები მატჩის დაწყებას ელოდებიან

16:00 – H ჯგუფი – კოლუმბია 1:2 იაპონია

90+5′ – შეხვედრა დასრულდა! იაპონიამ ტურნირის გახსნით მატჩში გამარჯვება მოახერხა!

90+3′ – ბურთს კვლავ აზიელები აკონტროლებენ. მსაჯმა თამაშს 5 წუთი დაამატა

89′ – მატჩის დასრულებამდე ერთი წუთია დარჩენილი. კოლუმბიას მატჩის გადარჩენის ბოლო შანსი აქვს

86′ – ხამეს როდრიგესი მოედნის ცენტრში დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა

85′ – იაპონელთა ბოლო ცვლილება – მატჩის გმირი ოსაკოს ნაცვლად მოედანზე ოკაზაკი შემოვიდა

83′ – იაპონელები ბურთს საკუთარ ნახევარზე აკონტროლებენ. ოსაკოს გატანილი გოლი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

იაპონელები მეორე გოლს ზეიმობენ

80′ – იამაგუჩიმ შიბასაკი შეცვალა

78′ – ხამეს როდრიგესს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი იაპონელმა მცველმა მოიგერია. გაშვებული გოლის შემდეგ კოლუმბიელები დომინირებენ

75′ – ბურთის ფლობის სტატისტიკა – კოლუმბია 19% : 81% იაპონია

72′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ! იაპონელები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, რამაც შედეგი გამოიღო! ოსაკომ იაპონია დააწინაურა!

70′ – ერთი ცვლილება გამოვიცანით – კაგავას ნაცვლად კეისუკე ჰონდა გამოჩნდა მოედანზე. ცვლილებაა კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაშიც – ბაკამ იზკერდო შეცვალა

66′ – ნიშინამ გასახურებლად იამაგუჩის, საკაის და ჰონდას უხმო. ჰონდა სავარაუდოდ გოლის ავტორ კაგავას შეცვლის

64′ –  კოლუმბიელებმა უხეშობას უმატეს და ბარიოსი ყვითელი ბარათით დაისაჯა

61′ – იაპონელთა მორიგი იერიში საკაის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. ბურთის ფლობა – იაპონია 58% : 42% კოლუმბია

59′ – კუინტეროს ნაცვლად მოედანზე ხამეს როდრიგესი გამოვიდა. კოლუმბიელების ლიდერს მცირე ტრავმა აწუხებს და სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა

57′ – მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მატჩი, რომელშიც კოლუმბია მონაწილეობდა არასდროს დასრულებულა გოლის გარეშე. იაპონელები კვლავ აქტიურად უტევენ და ინუის დარტყმას ოსპინა იგერიებს

54′ – კვლავ იაპონელები აქტიურობენ. მახვილი კუთხიდან ოსაკომ დაარტყა, თუმცა ოსპინამ ბურთი მოიგერია

50′ – კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი იაპონელმა ფეხბურთელმა მიიღო, თუმცა კარისკენ მოტრიალება და დარტყმა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთს აზიელები აკონტროლებენ

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

16:55 – კუადრადოს შეცვლამ ცოტა დაგვაბნია, მაგრამ კოლუმბიის მწვრთნელს ახლა ვეღარ გავაკრიტიკებთ: რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მისი მეტოქე. ველოდებით მეორე ტაიმს.

 

 

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა. ათკაციანი კოლუმბია ანგარიშს ათანაბრებს და იაპონიას პანიკაში აგდებს. შესვენებამ აზიელებს სულზე მოუსწრო.

42′ – საეჭვო ჯარიმა დანიშნა სლოვენიელმა არბიტრმა იაპონელთა კარში, მაგრამ კოლუმბიელებს ეს ახლა ნაკლებად ანაღვლებთ. კუთხეში წასული ბურთი იაპონელთა მეკარემ უკვე კარის ხაზს შიგნით დაიჭირა. ანგარიში თანაბარია.

39′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ხუან კინტეროოოოოო!!! ჯარიმიდან მშვენიერი დარტყმული და ბურთი იაპონელთა კარის კუთხეში მიდის.

35′ – საჯარიმოში ბურთის ჩაგდება და ფალკაო ცდილობს ფეხი ამოკრას: ორი თოთქმის ერთნაირი მომენტი იაპონიის კართან და ორივე შემთხვევაში მეკარე საიმედოა.

32′ – ცვლილება კოლუმბიის შემადგენლობაში: კუადრადოს ნაცვლად ვილმარ ბარიოსი თამაშობს.

31′ – მატჩის უიღბლო დასაწყისმა აშკარად იმოქმედა კოლუმბიელთა განწყობაზე. უარყოფითად. ფეხბურთელებს თითქოს ბოლომდე არ სჯერათ, რომ რამის გამოსწორება შესაძლებელია.

24′ – კოლუმბია აქტიურობს და ანგარიშის გათანაბრების შანსებს ეძებს. იაპონია კონტრშეტევებით პასუხობს.

15′ – იაპონიის კონტრშეტევა და კოლუმბიის მომენტალური პასუხი. თამაში გამოცოცხლდა.

14′ – იაპონელები უხეშობენ. მსაჯი მეორე ფეხბურთელს აფრთხილებს სიტყვიერად.

12′ – კოლუმბიელთა შანსი. საჯარიმოს ჩაწოდება და ფალკაოს დარტყმა. მეკარე ყოჩაღობს. სამხრეთამერიკელები არ ნედბებიან.

07′ – გაძევებული კოლუმბიელი კარლოს სანჩესია. სამხრეთამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ ამ მატჩის შემობრუნება.

06′ – გოოოოოოოოოოოლ!!! შინჯი კაგავაააააა!!! 0-1

04′ – პენალტი და წითელი ბარათი. კოლუმბიელმა მცველმა ბურთი ხელით მოიგერია. მსაჯი კატეგორიულია, კამათს აზრი არა აქვს.

03′ – დინჯი დასაწყისი. არავის არსად ეჩქარება.

01′ – მატჩი დაიწყო.

15:59 – 2014 წელს, ბრაზილიაში, კოლუმბიამ იაპონია 4-1 დაამარცხა. დღეს მოედანზე იმ მატჩის 9 მონაწილეა – 4 კოლუმბიელი და 5 იაპონელი.

15:55 – გუნდები მოედანზე გამოდიან. ვემზადებით ეროვნული ჰიმნების მოსასმენად.

15:50 – გაბო მარკესი მოერევა თუ კობო აბე? 😉

15:40 – დღევანდელ მატჩს სლოვენიელი დამირ სკომინა განსჯის. მას ეხმარებიან თანამემამულე იურე პრაპროტნიკი და გერმანელი რობერტ ფუკანი.

15:35 – იაპონელებიც მეექვსედ მონაწილეობენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოღონდ, კოლუმბიელებისგან განსხვავებით, ზედიზედ მეექვსედ. პირველად ამომავალი მზის ქვეყნის შვილები მუნდიალზე 1998 წელს მოხვდნენ და მას შემდეგ არც ერთი ჩემპიონატი არ გამოუტოვებიათ. რაც შეეხება საუკეთესო შედეგს, აქ ისინი თავიანთ დღევანდელ მეტოქეებს ოდნავ ჩამორჩებიან: 2002 და 2010 წლებში იაპონია მერვედფინალში გავიდა.

15:30 – მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისთვის რიგით მეექვსეა და საუკეთესო შედეგი ამ ნაკრებმა 2014 წელს აჩვენა ბრაზილიაში, როდესაც მეოთხედფინალში გავიდა და იქ მხოლოდ მასპინძელთან წააგო (1-2). ვნახოთ, გააუმჯობესებენ თუ არა სამხრეთამერიკელები წელს თავიანთ პირად რეკორდს.

15:25 – უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები და პირველი მოულოდნელობა: კოლუმბიის შემადგენლობაში ვერ ვხედავთ ხამესს. იმედია, მხოლოდ მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრია და ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

კოლუმბია: ოსპინა, მურილიო, არიასი, კარლოს სანჩესი, ფალკაო, კუადრადო, ლერმა, მოხიკა, კინტერო, ისკიერდო, დავინსონ სანჩესი

იაპონია: კავაშიმა, შოჯი, ნავატომო, შიბასაკი, ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი, ოსაკო, ჰასებე, ჰ. საკაი, იოშიდა

15:20 – გუნდები უკვე სტადიონზე არიან. მატჩის დაწყებამდე 40 წუთი რჩება. კოლუმბიის ნაკრებს, როგორც ყოველთვის, დღესაც რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის ხამესი, კუადრადო და რადამელ ფალკაო.

15:12 – ვიწყებთ მორიგ ტექსტურ რეპორტაჟს და ვემზადებით მატჩისთვის, რომელიც ქალაქ სარანსკის „მორდოვია არენაზე“ გაიმართება: კოლუმბია – იაპონია

 

 

 

18 ივნისი

22:00 – G ჯგუფი – ტუნისი 1-2 ინგლისი

 

90+3′ – მატჩი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა.

90+2′ – ინგლისი მისმა კაპიტანმა გადაარჩინა. კეინი შორეულ კუთხესთან ჩაუსაფრდა ბურთს და თავური დარტყმით გაიტანა მეორე გოლი ამ მატჩში. ინგლისი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა.

90+1′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ჰარი კეეეეიიიიიინ!!! 1-2

90+1′ – ძირითად დროს 4 წუთი დაემატა.

85′ – ცვლილება ტუნისის შემადგენლობაში: ხაზრის ნაცვლად მოედანზეა საბერ ხალიფა.

82′ – მწვრთნელებმა ორ-ორი ცვლილება გააკეთეს. მაალული დაცვას აძლიერებს, საუთგეიტი – შეტევას.

80′ – ცვლილება ინგლისის შემადგენლობაში: დელე ალის ნაცვლად მოედანზეა ლოფტუს-ჩიკი

76′ – მოედანზე საინტერესო არაფერი ხდება. ინგლისი უპირატეობას ფლობს, მომენტები არ იქმნება.

68′ – რაშფორდი სტერლინგის ნაცვლად თამაშობს (ინგლისი); ბენ ამორმა სლიტი შეცვალა (ტუნისი)

60′ – ინგლისელები ზეწოლას აძლიერებენ. ტუნისი მეტოქის ნახევარზე ვეღარ გადადის.

55′ – ტუნისელი ფეხბურთელები თავდაჯერებულები ჩანან. პირველი ტაიმის დაბნეულობა თითქოს არც ყოფილა. მიუხედავად ამისა, მეტოქის კართან მომენტების შექმნა უჭირთ. ჩაშლა გამოსდით, შექმნა – ვერა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ინგლისელები რამის შეცვლას.

50′ – მეორე ტაიმი ტუნისმა უფრო ყურადღებით და ორგანიზებულად დაიწყო, ინგლისელები მეტოქის კარამდე ადვილად ვეღარ მიდიან.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

22:55 – პირველ ტაიმში ინგლისის სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო, ტუნისის კართან უამრავი საგოლე მომენტიც შეიქმნა, მაგრამ გერეთ საუთგეიტის ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი გოლი აკმარეს მეტოქეს. ეს არასაკმარისი აღმოჩნდა ანგარიშში უპირატესობის შესანარჩუნებლად: ტუნისმა პენალტით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ველოდებით მეორე ტაიმს.

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა. მიუხედავად უამრავი საგოლე მომენტისა, ანგარიში თანაბარია – 1-1.

45+1′ – მსაჯმა 3 წუთი დაამატა პირველ ტაიმს.

45′ – ბურთი ტუნისელია! ჯიუტად არ შედის ჩრდილოაფრიკელთა კარში.

39′ – ინგლისმა კიდევ ერთი საოცარი მომენტი გააფუჭა. ძალიან სანახაობრივი თამაშია.

36′ – უოკერმა საკუთარ საჯარიმოში ბენ იუსეფის წინააღმდეგ წესი დაარღვია და მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. ყვითელი ბარათი უოკერს.

35′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ფერჯანი სასსსსიიიიიიიიი!!!! 1-1

33′ – პენალტი ინგლისის კარში.

27′ – ტუნისის შეტევა და გამოჩნდა, რომ ინგლისს დაცვაში მცირე პრობლემები აქვს. ამ ჯერზე ბურთი კარს ასცდა.

23′ – ტუნისმაც შეუტია. კუთხურის შემდეგ სლიტიმ შორიდან დაარტყა, მაგრამ ძალიან არაზუსტად. ინგლისის კონტრშეტევა და ლინგარდმა ბურთს ფეხი ცუდად დაუხვედრა. სანახაობრივ მატჩს ვადევნებთ თვალს.

18′ – ინგლისი შეტევაში შთამბეჭდავად თამაშობს და გულშემატკივრებს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს: იქნებ წელს…

ჰარი კეინი გოლს ზეიმობს

15′ – ტუნისის მეკარე მუეზ ჰასენი დაშავდა და მოედანს ტოვებს. იძულებითი შეცვლა. მის ნაცვლად კარში ბენ მუსტაფა ჩადგება.

11′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ჰარი კეეეეიიიიინ!!! მეკარემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია სტოუნსის თავური, მაგრამ ჰარი კეინი იქვე გაჩნდა და 0-1

10′ – ტუნისმა პირველი წუთების დაბნეულობა გადალახა და შეტევაში წავიდა.

05′ – ინგლისი საოცარ შანსებს უშვებს ხელიდან. სტერლინგს ცარიელი კარის წინ მიუვიდა ბურთი და დარტყმა ვერ მოახერხა.

03′ – პირველი სახიფათო მომენტი. ტუნისის მეკარემ ‘ფეხი დატოვა’ და ბურთი სასწაულებრივად მოიგერია.

01′ – მატჩი დაიწყო.

22:55 – ‘საომრად’ გულშემატკივრებიც მზად არიან.

21:53 – გუნდები მოედანზე გამოდიან, ვემზადებით ეროვნული ჰიმნების მოსასმენად. მატჩი ქალაქ ვოლგოგრადის სტადიონზე გაიმართება.

21:50 – სასტარტო შემადგენლობები:

ტუნისი: 22. ჰასენი, 2. ს. ბენ იუსეფი, 4. მერია, 8. ფ. ბენ იუსეფი, 9. ბადრი, 10. ხაზრი, 11. ბრონი, 12. მაალული, 13. სასი, 17. სხირი, 23. სლითი

ინგლისი: 1. პიკფორდი, 2. უოკერი, 5. სტოუნსი, 6. მაგუაიერი, 7. ლინგარდი, 8. ჰენდერსონი, 9. კეინი, 10. სტერლინგი, 12. ტრიპიერი, 18. იანგი, 20. დელე ალი

21:45 – ტუნისის ნაკრები მეხუთედ იღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯერ არც ერთხელ არ გადაულახავს ჯგუფური ეტაპი. მეტოქეების გათვალისწინებით, ჩრდილოაფრიკულ გუნდს ეს წელსაც ძალიან გაუჭირდება. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

21:36 – გადავდივართ შემდეგ თამაშზე. გუნდები მოთელვაზე გამოვიდნენ. ინგლისელები კარგ გუნდს და თამაშს გვპირდებიან. ვნახოთ.

19:00 – G ჯგუფი – ბელგია 3-0 პანამა

20:55 –  შეხვედრა დასრულდა. ბელგიამ პანამა 3:0 დაამარცხა

90′ – ვიტსელის ნაცვლად მოედანზე ჩადლი გამოვიდა

81′ – მიმდინარე ჩემპიონატის მეორე დუბლი. რუსი ჩერიშევისა და ესპანელი კოშტას შემდეგ ეს ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ მოახერხა.

75′ – გოოოოოოოოოოოლ!!! რომელუ ლუკაკუუუ! 3-0

70′ – ბელგიელების ხანგრძლივი პოზიციური შეტევა მორიგი გოლით დასრულდა. მარცხენა ფლანგზე აზარმა იაქტიურა და პასი დე ბრეინეს მისცა, რომელმაც საჯარიმოში გენიალური პასი გაუკეთა რომელუ ლუკაკუს. ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, ბურთისთვის თავი შეეშვირა.

69′ – გოოოოოოოოოოო!!! რომელუ ლუკაკუუუუ!!! 2-0

65′ – დრის მერტენსის მიერ გატანილი ლამაზი გოლი ჯერ-ჯერობით ერთადერთია ამ  მატჩში.

62′ – ორმაგი ცვლილება პანამის ნაკრების შემადგენლობაში: ტორესი და დიასი მოედანზე გამოდიან ბარსენასისა და როდრიგესის ნაცვლად.

60′ – ყვითელი ბარათი იან ფერტონგენს (ბელგია)

57′ – ყვითელი ბარათი რომან ტორესს (პანამა)

56′ – ურეალურესი საგოლე მომენტი ბელგიის კართან. მეტოქის კარის წინ მარტო დარჩენილ მურილიოს მეკარემ აუღო.

55′ – ყვითელი ბარათები კუპერსა და მურილიოს (ორივე – პანამა)

53′ – ბელგია მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მეორე გოლის გასატანად მიიწევს. დე ბრეინეს დარტყმული ჯარიმა სანტიმეტრებით აცდა პანამელთა კარს.

47′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ულამაზესი გოლი!!!! მერტენსსსსს!!! ბელგია წინ გადის.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

20:00 – პანამის ყველაზე ცნობილი სავიზიტო ბარათია ატლანტისა და წყნარი ოკეანეების შემაერთებელი არხი, რომელიც 1914 წელს აშენდა. აქედან მოდის პანამელების ზედმეტსახელიც – Los canaleros (არხელები).

 

19:52 – მიუხედავად დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა, ბელგია გოლის გატანას ვერ ახერხებს. ვნახოთ, რა აქვთ შემონახული ‘წითელ ეშმაკებს’ მეორე ტაიმისთვის.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+2′ – ყვითელი ბარათი ბარსენასს (პანამა)

44′ – პირველი ტაიმი დასასრულს მიუახლოვდა. ბელგიელებმა კარის ჩარჩოში სამჯერ მოახვედრეს ბურთი, პანამელების ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნულოვან ნიშნულზეა.

39′ – პანამელთა მცველი რომან ტორესი (5) ყველაზე მეტად აქტიურობს თავდასხმაში. სწორედ მის მიერ გატანილი დრამატული გოლით გავიდა ამ პატარა ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე და ტორესი სამშობლოში უკვე გმირია. თუმცა, როგორც ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას ის სულაც არ აპირებს.

34′ – პანამის ნაკრებმა საკმაოდ სახიფათო შეტევა განახორციელა. ბელგიელებს უკანა ხაზში მეტი ყურადღება მართებთ.

29′ – ბელგიელები ზეწოლას უმატებენ, პანამელთა არსენალში ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანს.

20′ – ედენ აზარი ბელგიელთა ერთ-ერთი მთავარი იმედია და დღეს მასზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. ერთი კარგი მომენტი მას უკვე ჰქონდა.

18′ – ყვითელი ბარათი დევისს (პანამა)

14′ – ყვითელი ბარათი მენიეს (ბელგია)

12′ – პანამელი მცველის ძალიან უხეში შეცდომა და აზარს რჩება ბურთი, თუმცა კუთხე ძალიან მახვილი იყო და ანგარიში არ გაიხსნა.

10′ – ბელგია მოედნის ცენტრს დაეუფლა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო. პანამას ძალიან გაუჭირდება.

07′ – მატჩის პირველი რეალური მომენტები ბელგიამ შექმნა. პანამის დაცვაში პანიკის მსგავსი რაღაცა ხდება.

ტობი ალდერვაირელდს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მისი დარტყმა პანამელთა მეკარისთვის იოლი ნადავლი გამოდგა.

03′ – მატჩის პირველი წუთები ორმხრივი შეტევებით მიდის. პანამა გვაჩვენებს, რომ არაფერს და არავის ერიდება.

01′ – მატჩი დაიწყო.

18:58 – პანამელების მიერ ჰიმნის ძალიან ემოციური შესრულება. წარმატებულ დასაწყისს ვუსურვებთ დებიუტანტებს.

18:55 – გუნდები მოედანზე გამოდიან. ვუსმენთ პანამისა და ბელგიის ეროვნულ ჰიმნებს.

18:50 – სასტარტო შემადგენლობები ცნობილია:

ბელგია: 1. კურტუა, 2. ალდერვაირელდი, 5. ფერტონგენი, 6. ვიტსელი, 7. დე ბრეინე, 9. რ. ლუკაკუ, 10. აზარი, 11. კარასკო, 14. მერტენსი, 15. მენიე, 20. ბოიატა

პანამა: 1. პენედო, 2. მურილიო, 4. ესკობარი, 5. ტორესი, 6. გომესი, 7. პერესი, 8. ბარსენასი, 11. კუპერი, 15. დევისი, 20. გოდოი, 21. როდრიგესი

18:35 – რაც შეეხება ბელგიას, ეს მუნდიალი მათთვის რიგით მეცამეტეა, საუკეთესო შედეგს კი ამ გუნდმა 1986 წელს მიაღწია, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და მხოლოდ ფორმის მწვერვალზე მყოფი დიეგო მარადონას არგენტინასთან, ანუ მომავალ ჩემპიონთან წააგო. როგორც ყოველთვის, სერიოზული ძალაა ნებისმიერი მეტოქისთვის. თქმაც არ უნდა, რომ დღეს ფავორიტია.

ბელგიელი გულშემატკივრები სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე.

18:30 – მოსახლეობითა და ტერიტორიით თითქმის ზუსტად საქართველოს ზომის ქვეყანა, პანამა, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობს. 1903 წლამდე, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, ეს ქვეყანა კოლუმბიის რესპუბლიკის ნაწილი იყო. დებიუტანტს მოკრძალებული გეგმები აქვს ამ ჩემპიონატზე, თუმცა გულშემატკივრებს წარმატების მაინც სჯერათ.

სიმპათიური პანამელი წყვილი სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე.

 

18:25 – მომდევნო მატჩის დაწყებამდე ნახევარ საათზე ოდნავ მეტი რჩება. პანამელი ფეხბურთელები მოთელვაზე გამოვიდნენ. მათი მეტოქე დღეს გამოცდილი ბელგიის ნაკრებია.

 

 

16:00 – F ჯგუფი – შვედეთი 1-0 სამხრეთ კორეა

 

17:55 – შვედებმა მოიგეს, პირველი სამი ქულა მოიპოვეს და მექსიკის ნაკრებს გაუთანაბრდნენ. მომდევნო ტურში მექსიკა სამხრეთ კორეას ხვდება, შვედეთი კი გერმანიას.

90+4′ – მატჩი დასრულდა შვედეთის ნაკრების გამარჯვებით.

90+2′ – კარგი შანსი სამხრეთ კორეას. ჰი ჩან ჰვანის თავური და ბურთი კარს ასცდა.

90+1′ – მატჩის ძირითად დროს 4 წუთი დაემატა. სამხრეთ კორეას მხოლოდ რაიმე არაორდინალური გადაარჩენს.

85′ – მატჩის დასრულებამდე ხუთ წუთზე ოდნავ მეტი რჩება და კორეელებს კარში ზუსტი დარტყმა ჯერ არ შეუსრულებიათ. საფიქრალი მათ მწვრთნელს ნამდვილად აქვს.

ტე იონ შინი – სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

81′ – სებასტიან ლარსონი დაშავდა და მოედანს ტოვებს. მის ნაცვლად გუსტავ სვენსონი ითამაშებს.

80′ – გოლის შემდეგ შვედებმა უკან დაიხიეს და სამხრეთ კორეას ინიციატივა გადასცეს. აზიელები შანსებს ეძებენ.

76′ – ცვლილება შვედების რიგებში: ოლა ტოივონენის ნაცვლად თამაშობს კიზე ტელინი.

71′ – ცვლილება შვედების რიგებში: ალბინ ეკდალის ნაცვლად მოედანზეა ოსკარ ჰილიემარკი.

71′ – ცვლილება სამხრეთკორეელთა რიგებში: ჯა ჩონ კუს ნაცვლად მოედანზე შემოდის სუნგ ვუ ლი

67′ – შვედების უკეთესმა თამაშმა შედეგი გამოიღო. ვიკტორ კლესონის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა და გუნდის კაპიტანმა ანდრეას გრანკვისტმა კორეელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

65′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! ვიდეოარბიტრის მიერ დანიშნული კიდევ ერთი პენალტი და შვედები იგებენ – 1-0

56′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი შვედების შესრულებით. ისევ მეკარე ყოჩაღობს.

56′ – ყვითელი ბარათი ჰი ჩან ჰვანს (სამხრეთ კორეა)

54′ – ბოლო რამდენიმე წუთია სამხრეთკორეელები გამოფხიზლდნენ და თითქოს მოედნის ცენტრსაც დაეპატრონენ, მაგრამ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმის მეტი არაფერი შეუქმნიათ. შვედეთს უფრო კარგი მომენტი ჰქონდა. ანგარიში ჯერ კიდევ არ  გახსნილა.

49′ – ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთის ნაკრების სასარგებლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაიტანა, ჰენრიკ ლარსონია. 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მუნდიალზე, მან ინგლისს გაუთანაბრა ანგარიში. აქვე აღვნიშნოთ, რომ 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე შვედეთს არ უთამაშია.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

16:55 – პირველ ტაიმში შვედების უპირატესობა აშკარა იყო. აქვს თუ არა სამხრეთ კორეას რამის შეცვლის რესურსი, მეორე ტაიმში ვნახავთ.

 

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45′ – პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება. შვედებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. კორეელებს ხელშესახები არაფერი შეუქმნიათ.

40′ – უიღბლოების ჩემპიონატი რომ გაიმართოს, მარკუს ბერგს ალბათ იქაც არ გაუმართლებს და მეორე ადგილზე გავა.

 

30′ – იძულებითი ცვლილება სამხრეთ კორეის შემადგენლობაში. დაშავებული ჩუ ჰო პარკის ნაცვლად მოედანზეა მინ ვუ კიმი.

29′ – მარკუს ბერგს არ უმართლებს: კიდევ ერთი დარტყმა ახლო მანძილიდან და ამჯერად მცველმა იყოჩაღა.

26′ – ამ მომენტისთვის ტერიტორიულ უპირატესობას შვედეთი ფლობს. კორეელები შეტევაზე იშვიათად გადადიან.

23′ – მარკუს ბერგის დარტყმული და ჰიონ ვუ ჩოს მოგერიებული უდაოდ მოხვდება მატჩისშემდგომ საინტერესო მომენტებში. საოცარი ეპიზოდი.

21′ – წარმოუდგენელი სეივი კორეელი მეკარის შესრულებით. შვედი ფეხბურთელი 1 მეტრიდან ურტყამდა.

15′ – მატჩის მე-15 წუთისთვის უკვე 11 ჯარიმა დაფიქსირდა, რაც ხისტ თამაშზე მეტყველებს. იოლი გასეირნება არავის ელის.

14′ – შვედების საპასუხო ჩხვლეტა. ბოლო პასმა არ ივარგა.

13′ – ყვითელი ბარათი შინ ვუკ კიმს (სამხრეთ კორეა)

09′ – თითქოს კორეელებისთვის ‘მეორე სართულზე’ ბრძოლას აზრი არა აქვს, მაგრამ აზიელები მაღალ ჩაწოდებებს არ ერიდებიან და ტანმაღალ შვედებს ხშირად ჯაბნიან კიდეც.

06′ – პირველი სახიფათო მომენტი კორეელების შესრულებით. ჯარიმიდან ჩაწოდებულს კიმმა თავი დაუხვედრა და ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

05′ – თამაში დუნედ დაიწყო. ორივე გუნდი ფსონს სიდინჯეზე დებს.

01′ – მატჩი დაიწყო.

15:59 – კორეელებმაც არ დააკლეს. ჰიმნები დასრულდა. ველოდებით მსაჯის სასტვენს.

15:58 – ‘ფეხზე დავუდგეთ ყვითელს და ლურჯს’, – მღერიან შვედი გულშემატკივრები.

15:50 – გუნდები მოედანზე გამოსასვლელად ემზადებიან, ჩვენ კი კორეელი გულშემატკივრის ფოტოსაც შემოგთავაზებთ, ემანდ ვინმემ მიკერძოებულობა არ დაგვაბრალოს.

15:45 – შვედეთი დღეს ფავორიტია და ამაში ალბათ ყველანი ვთანხმდებით, თუმცა კორეელებს სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ და ესეც ყველამ მშვენირად ვიცით. მატჩის დაწყებამდე 15 წუთი რჩება.

 

15:35 – სასტარტო შემადგენლობები უკვე ცნობილია:

შვედეთი: 1. რობინ ოლსენი, 2. მიკაელ ლოსტიგი, 4. ანდრეას გრანკვისტი, 6. ლუდვიგ აუგუსტინსონი, 7. სებასტიან ლარსონი, 8. ალბინ ეკდალი, 9. მარკუს ბერგი, 10. ემილ ფორსბერგი, 17. ვიკტორ კლესონი, 18. პონტუს იანსონი, 20. ოლა ტოივონენი
სამხრეთ კორეა: 23. ჰიუნ ვუ ჩო, 2. იონგ ლი, 6. ჯუ ჰო პარკი, 7. ჰიუნგ მინ სონი, 9. შინ ვუკ კიმი, 11. ჰი ჩან ჰვანგი, 13. ჩა ჩოლ კუ, 16. სუნგ იუნგ კი, 17. ჩე სუნ ლი, 19. იანგ გვონ კიმი, 20. ჰიუნ სუნ ჩანგი

15:25 – მექსიკა, გერმანია, შვედეთი, სამხრეთ კორეა. ვერაფერს იტყვი, ნამდვილი სიკვდილის ჯგუფია და რა დასანანია, რომ აქედან ორი ჯგუფში უნდა ჩარჩეს. მექსიკამ გუშინ დიდი ნაბიჯი გადადგა მერვედფინალისკენ, ვნახოთ შვედეთი და სამხრეთ კორეა როგორ ფორმაში არიან და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გერმანელები არასდროს ნებდებიან.

15:16 – ვემზადებით მორიგი მატჩისთვის. ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე ერთმანეთს შვედეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები შეხვდებიან. გუშინ ამ ჯგუფის ფავორიტმა, გერმანიის ნაკრებმა, მექსიკასთან წააგო, რაც დღევანდელ თამაშს კიდევ უფრო დიდ ინტრიგას სძენს.

შვედეთის ნაკრების ვარჯიში მატჩისწინა დღეს.

17 ივნისი

00:00 – დღევანდელი საფეხბურთო დღე დასრულებულია. ხვალ პირველი არხის ეთერში სამ საინტერესო მატჩს იხილავთ –

16:00 – შვედეთი – კორეა

19:00 – ბელგია – პანამა

22:00 – ტუნისი – ინგლისი

საფეხბურთო გადაცემა 15:15 საათზე დაიწყება, ხოლო დღეს 00:00 საათზე შევჯამებთ

22:00 – E ჯგუფი – ბრაზილია 1:1 შვეიცარია

 

90+5 – მატჩის ბოლო წამებზე გოლი აღარ გავიდა. ბრაზილია 1:1 შვეიცარია. ევროპელები შედეგით უდავოდ კმაყოფილები იქნებიან. ნეიმარი კი გაწბილებულია. მორიგი მოულოდნელი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე

90+5 – ჯარიმა შვეიცარიის საჯარიმოს მისადგომებთან. ბურთთან ნეიმარია

90+1′ – კიდევ ერთი სახიფათო მომენტი სამხრეთ ამერიკელთა შესრულებით. მირანდას დარტყმა კარს სანტიმეტრებით ცდება

90′ – ბრაზილიამ ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან. ნეიმარმა ბურთი საჯარიმოში გაუშვა და ფირმინიოს თავური კვლავ სომერმა მოიგერია!

89′ – შვეიცარიელთა კონტრშეტევა შაჩირის არაზუსტი დარტყმით სრულდება

87′ – ლიხშტაინერის ნაცვლად მოედანზე ლანგი გამოვიდა. ნეიმარი ჩაწოდებულ ბურთს თავით გამოეხმაურა, თუმცა სომერი კვლავ ადგილზეა

86′ – მატჩის დასრულებამდე ხუთ წუთზე ნაკლები დრო რჩება. ბრაზილია წინ გასვლას ვერ ახერხებს

79′ – ცვლილება ორივე გუნდში. ფირმინიომ ჟესუსი შეცვალა, ემბოლო კი სეფეროვიჩს ცვლის

78′ – ნეიმარის დარტყმას ზომერი ადვილად გაუმკლავდა. ბრაზილია შტურმისთვის ემზადება

77′ – ფერნანდინიოს შორეული დარტყმა ძალიან არაზუსტია

75′ – ნეიმარი აქტიურობს, თუმცა შვეიცარიელი მცველები მჭიდროდ ეთამაშებიან

73′ – შვეიცარიის კონტრ იერიში და კარისკენ ჯემაილი ურტყამს, თუმცა ბურთს ბეკერი იგერიებს

71′ – ბეჰრამის ნაცვლად მოედანზე ზაქარია გამოჩნდა

70′ – კოუტინიომ საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო და კარისკენ დაარტყა, თუმცა არაზუსტად

68′ – ბეჰრამიმ ნეიმართან უხეშად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო

67′ – ეპიზოდი ვილიანის შორეული და არაზუსტი დარტყმით დასრულდა

65′ – შერი ნეიმარზე საჯარიმოსთან ახლოს დაჯარიმდა. სახიფათო სტანდარტული შვეიცარიის კარის მისადგომებთან

64′ – სამხრეთ ამერიკელები მეტოქის ნახევარზე აკონტროლებენ ბურთს. თუკი ბრაზილიის სუსტ მხარეებზე ვისაუბრებთ, უმთავრესი მაღალი ფეხბურთელების ნაკლებობაა, რითაც ცუბერმა კარგად ისარგებლა

ცუბერი კარისკენ ურტყამს

59′ – ცუბერი გატანილ გოლს აღნიშნავს

სტივენ ცუბერი

58′ –  ბრაზილიელთა მასირებული შეტევის შემდეგ კარისკენ ნეიმარმა დაარტყა, თუმცა ბურთს მცველი გადაეღობა

54′ – გაშვებული გოლის შემდეგ ბრაზილია გააქტიურდა. სამხრეთ ამერიკელები მეტოქის ნახევარზე აგორებენ ბურთს

50′ – გოოოოოოოოოოლ!!!! ცუბერმა ანგარიში გაათანაბრა!

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

23:00 – ალესანდრო დელ პიერო – „კოუტინიო ფორმაშია!“

22:50 – სტატისტიკა –

ბურთის ფლობა – ბრაზილია 51:49 შვეიცარია; კარისკენ დარტყმა – ბრაზილია 5:2 შვეიცარია

22:48 – პირველი ტაიმი დასრულდა. ბრაზილია შვეიცარიას მინიმალური ანგარიშით ამარცხებს

45+1′ – კუთხურის შემდეგ ტიაგო სილვა ურტყავდა თავით სახიფათოდ, მაგრამ ბურთი კარს აცდა

45′ – ტაიმს მთავარმა მსაჯმა ორი წუთი დაამატა. ბრაზილიელები მარსელოს აქტიურობის შედეგად კუთხურს აწვდიან

43′ – 1966 წლიდან ბრაზილიამ საჯარიმოს გარედან მსოფლიო ჩემპიონატზე 37 გოლი გაიტანა. ეს უახლოეს მდევარებთან შედარებით 11 გოლით მეტია

42′ – გაბრიელ ჟესუსი მეტოქის საჯარიმოში შევიდა, თუმცა ბურთი ვერ დაიმორჩილა და დაძაბული მომენტი განიმუხტა

39′ – შვეიცარიამ ბურთი მოიპოვა და შეტევის ორგანიზებას ცდილობს. ბრაზილია თავს კარგად იცავს

33′ – კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შვეიცარიის კართან. კუთხურის შემდეგ ჟესუსი ურტყამდა, მაგრამ კარს დიდი მანძილით ააცილა

31′ – ლიხშტაინერმა ყვითელი ბარათი მიიღო

28′ – გატანილი გოლის შემდეგ თამაშის ტემპი დავარდა, შვეიცარია საკუთარ ნახევარზე აკონტროლებს ბურთს და შეტევის წამოწყებას ცდილობს

20′ – გოოოოოოოოლ!!! კოუტინიოს შესანიშნავი შორეული დარტყმა და ანგარიში გაიხსნა!

17′ – ბრაზილია მაღალ ტემპში თამაშობს და მეტოქის საჯარიმოში ადვილად აღწევს. თითქოს უკვე გოლი მწიფდება

16′ – ნეიმარმა მოპოვებული ჯარიმა თავადვე შეასრულა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა

12′ – პირველი რეალური შანსი! ნეიმარის პასი პაულინიოს მიუვიდა, დარტყმა კი ზომერმა მოიგერია

ნეიმარი ბურთით

6′ – ბრაზილიამ მეტოქეს სახიფათო შეტევით უპასუხა. ვილიანის ჩაწოდებას ვერავინ გამოეხმაურა

3′ – მატჩის პირველი დარტყმა ჯემაილმა შაჩირის პასის შემდეგ შეასრულა

1′ – შეხვედრა დაიწყო!

21:52 – 1994 წელს ბრაზილიის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ბებეტო სტადიონზეა და მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს

ბებეტო

21:50 – ასე გამოიყურება „როსტოვ არენა“ მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე

ზაბივაკა და „როსტოვ არენა“

21:30 – FIFA-ს ბრაზილიელი ჟურნალისტი ჯანკარლო ჯამპეტრო საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე საუბრობს – „ბრაზილიისგან ნელ, პრაგმატულ თამაშს არ უნდა ველოდოთ. ტიტეს სურს რომ გუნდმა ბურთი გააკონტროლოს. იგი ელის, რომ ფეხბურთელები ძალიან სწრაფად იმოძრავებენ, მოკლე პასებს გააკეთებენ და ოპონენტს ამით დააბნევენ.“

 21:25 – ტიტეს აზრი კოუტინიოზე: „კოუტინიომ მარცხენა ფლანგზე მეტი უნდა იმოძრაოს. ის ბევრს შრომობს და ვითარდება. მე მისი იმედი მაქვს.“

კოუტინიო ვარჯიშზე

21:20 – როსტოვში შვეიცარიელი გულშემატკივრების მარში მიმდინარეობს

21:12 – გუნდების შემადგენლობა ცნობილია –

ბრაზილია –  ბეკერი, სილვა, მირანდა, კაზემირო, ჟეზუსი, ნეიმარი, კოუტინიო, მარსელო, დანილო, პაულინიო, ვილიანი

შვეიცარია – სომერი, ლიხშტაინერი, აკანჯი, სეფეროვიჩი, ჯაკა, ბეჰრამი, როდრიგესი, ცუბერი, ძემაილი, სჩარი, შაქირი

19:00 – F ჯგუფი – გერმანია 0-1 მექსიკა

21:03 – მატჩის საუკეთესო მომენტებიც ვნახოთ და ამ გუნდებს დროებით დავემშვიდობოთ. ერთ საათში მოედანზე ბრაზილია და შვეიცარია გამოდიან.

21:00 – მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელი ირვინგ ლოსანო დასახელდა.

20:58 – გახარებული და დამწუხრებული სილამაზე. ეს ფეხბურთია.

20:55 – ბოლო წამებზე მანუელ ნოიერი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მაგრამ მანაც ვერაფერი გააწყო. მექსიკამ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

90+3′ – მატჩი მექსიკის გამარჯვებით დასრულდა.

90+1′ – მატჩს 3 წუთი დაემატა.

90′ – ყვითელი ბარათი ერერას (მექსიკა) დროის გაყვანისთვის.

88′ – მექსიკას მინიმუმ სამი კარგი შანსი მიეცა მატჩის ბედის გადასაწყვეტად. ინანებენ თუ არა ისინი ამ გამოუყენებელ მომენტებს? მატჩის დასრულებამდე, უხეშად რომ ვთქვათ, ხუთიოდე წუთი რჩება.

86′ – ცვლილება გერმანიის შემადგენლობაში: ვერნერის ნაცვლად მოედანზეა იულიან ბრანდტი.

84′ – ყვითელი ბარათები ტომას მიულერს და მატს ჰუმელსს.

83′ – გერმანია მთელი გუნდით შეტევაშია და დაცვაში უზარმაზარ სივრცეებს ტოვებს. მექსიკას სახიფათო კონტრშეტევების განხორციელების საშუალება ეძლევა, მაგრამ გოლამდე საქმე ვერ მიჰყავს.

79′ – ცვლილება გერმანიის შემადგენლობაში. მარვინ პლატენჰარდტის ნაცვლად მოედანზეა მარიო გომესი.

78′ – გერმანია შეტევაში გაერთო და მექსიკის კიდევ ერთი კონტრშეტევა. მიგელ ლაიუნი მარტო იყო და ვერაფერს გახდა.

76′ – რაფა მარკესი გერმანელი ლოთარ მათეუსის რეკორდს იმეორებს: ეს მისი მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატია.

რაფაელ მარკესი

73′ – ცვლილება მექსიკის შემადგენლობაში: მოედანზე გამოდის ლეგენდარული რაფაელ მარკესი, რომელიც ანდრეს გუარდადოს ცვლის.

72′ – შთაბეჭდილება იქმნება, რომ მექსიკელები დაიღალნენ. გერმანელები ზეწოლას უმატებენ.

65′ – ცვლილება მექსიკის შემადგენლობაში: ირვინგ ლოსანოს ნაცვლად მოედანზეა რაულ ხიმენესი. გოლის ავტორი მაყურებელმა ტაშით გააცილა.

ირვინგ ლოსანოს გოლი გერმანიის კარში

60′ – ცვლილება გერმანიის შემადგენლობაში: სამი ხედირას ნაცვლად მარკო როისი თამაშობს.

58′ – ცვლილება მექსიკის შემადგენლობაში: კარლოს ველას ნაცვლად მოედანზეა ედსონ ალვარესი.

57′ – მექსიკამ ურეალურესი მომენტი გაუშვა ხელიდან. 2-0 უკვე სერიოზული განაცხადი იქნებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანიას დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს.

55′ – მატჩის სანახაობრივმა მხარემ იკლო, რაც ნეიტრალური გულშემატკივრისთვის უდაოდ ცუდია, მაგრამ ამაში მექსიკას ვერ დავადანაშაულებთ. ყველამ მშვენივრად ვიცით, ვინც უნდა გააქტიურდეს.

ჯოშუა კიმიხი (18) და ტიმო ვერნერი (9) ანდრეს გუარდადოს წინააღმდეგ.

49′ – მექსიკა უფრო მშვიდად გამოიყურება. ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა: ემოციები ახლა მათ ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

20:00 – ოპტიმისტური სტატისტიკა გერმანიის გულშემატკივრებისთვის: ბოლო შემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც გერმანიამ პირველმა გაუშვა გოლი, მაგრამ ბოლოს მაინც მოიგო (2-1) სწორედ მექსიკასთან მატჩში მოხდა 1998 წელს. ანგარიში მაშინ იურგენ კლინსმანმა (18) გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ოლივერ ბირჰოფმა (20) თავური დარტყმით გაიტანა.

19:55 – ბურთის ფლობის უპირატესობა გერმანიის მხარესაა, მაგრამ ანგარიში – მექსიკის სასარგებლოდ.

45+1′ – მსაჯმა ნიშანი მისცა და პირველი ტაიმი დასრულებულია. მექსიკა მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს, გერმანიას მოსამატებელი აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მათი მაქსიმუმი არ არის.

41′ – ყვითელი ბარათი ეკტორ მორენოს (მექსიკა)

40′ – გერმანია შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე წუთით მექსიკა საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. კროოსის დარტყმული ჯარიმა კარის ძელს მოხვდა. მექსიკელებს წინ რთული მეორე ტაიმი ელით. თუმცა, მანამდე შესვენებამდე მისვლაა საჭირო.

38′ – მექსიკას აქტიური თამაში დაუფასდა. ირვინგ ლოსანომ გაიტანა იმ პოზიციიდან, რომლიდანაც მანამდე ჩიჩარიტომ ვერ გაიტანა რამდენჯერმე. რა თქმა უნდა, გერმანია ასე ადვილად არაფერს დათმობს. ვნახოთ.

35′ – გოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოოლ!!! მექსიკა წინ გადის!!! ირვინგ ლოსანოოოოოოოო! 0-1

32′ – იოახიმ ლიოვს დაცვაში ცვლილებების შეტანა მოუწევს. კაცმა რომ თქვას, ზუსტად ასეთი პრობლემები ჰქონდათ გერმანელებს უკანა ხაზში ბოლო ამხანაგურებში.

29′ – მექსიკა უფრო მეტს უტევს, მაგრამ გერმანიას უფრო კარგი მიზანი აქვს: კარში ზუსტი დარტყმებისთ ევროპელები 4-3 იგებენ.

22′ – ჯერ-ჯერობით მატჩის მთავარი პერსონაჟები მეკარეები არიან. ნოიერიც და ოჩოაც უშეცდომოდ მოქმედებენ.

მანუელ ნოიერი მექსიკელთა შეტევას იგერიებს.

18′ – ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, კიდევ ერთ ხელსაყრელ მომენტს აფუჭებს. გერმანიასთან ამდენი მომენტის განიავების ფუფუნება არავის აქვს.

15′ – კიდევ ერთი სახიფათო შეტევა მექსიკელების შესრულებით და ნოიერი ადგილზეა. საკმაოდ სანახაობრივი თამაში მიდის, ორმხრივი შეტევებით და სახიფათო მომენტებით.

10′ – ბურთს მექსიკა უფრო ხშირად აკონტროლებს. გერმანია ცდილობს საქმეს მშვიდად მიუდგეს.

06′ – ჰუმელსმა დაარტყა კარში, მაგრამ ოჩოა ბურთს ადგილზე დახვდა, კონტრშეტევაზე მექსიკამ სახიფათო ჯარიმა მოიპოვა. ველოდებით.

03′ – გერმანიის საპასუხო ჩხვლეტა. ბურთი კარს ასცდა.

02′ – პირველი სახიფათო მომენტები გერმანიის კართან შეიქმნა, მაგრამ ჯერ ბოატენგმა იყოჩაღა, შემდეგ – ნოიერმა. მექსიკამ ცოცხლად დაიწყო.

01′ – ბურთი ბალახზე გაგორდა, თამაში დაიწყო!

18:55 – ჟღერს ეროვნული ჰიმნები.

18:53 – მექსიკის მეკარეზე დღეს ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. გილიერმო ოჩოას სასწაულების მოხდენის უნარი აქვს. ჩვენი თუ არ გჯერათ, ბრაზილიელებს ჰკითხეთ, მოგიყვებიან 2014 წლის ამბებს.

18:45 – ზლატანიც აქ არის. შვედეთის ნაკრები გერმანიის და მექსიკის ქვეჯგუფშია, მაგრამ ჩემპიონატი მათთვის ხვალ იწყება (სამხრეთ კორეასთან მატჩით), ამიტომ იბრა დღეს ლუჟნიკებს ეწვია და მეტოქეებს პირადად იხილავს. სხვათა შორის, ზლატანის ბოლო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ გერმანიის წინააღმდეგ გაიმართა. ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც ლუკას პოდოლსკის დუბლმა შვედები მერვედფინალიდან დაითხოვა.

18:45 – გუნდები უკვე მოთელვაზე გამოვიდნენ. 15 წუთი მატჩის დაწყებამდე.

18:40 – ხანგრძლივი შესვენების შემდეგ (2016 წლის 17 სექტემბრიდან) მანუელ ნოიერი ისევ გერმანიის ნაკრების ძირითადშია.

18:30 – მოსკოვი მექსიკური ქალაქი გახდა (რა თქმა უნდა, მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით და მხოლოდ ცოტა ხნით… სამწუხაროდ :-). სომბრეროების ზღვა მიემართება ‘ლუჟნიკის’ სტადიონისკენ და მხარდაჭერა ოსორიოს ბიჭებს დღეს, როგორც ჩანს,  სერიოზული ექნებათ.

18:22 – სასტარტო შემადგენლობები:

გერმანია: 1. მანუელ ნოიერი, 2. მარვინ პლატენჰარდტი, 5. მატს ჰუმელსი, 6. სამი ხედირა, 7. იულიან დრაქსლერი, 8. ტონი კროოსი, 9. ტიმო ვერნერი, 10. მესუტ ოზილი, 13. ტომას მიულერი, 17. ჯერომ ბოატენგი, 18. ჯოშუა კიმიხი

მექსიკა: 13. გილიერმო ოჩოა, 2. უგო აიალა, 3. კარლოს სალსედო, 7. მიგელ ლაიუნი, 11. კარლოს ველა, 14. ხავიერ ერნანდესი, 15. ეკტორ მორენო, 16. ეკტორ ერერა, 18. ანდრეს გუარდადო, 22. ირვინგ ლოსანო, 23. ხესუს გალიარდო

16:00 – E ჯგუფიკოსტა რიკა 0-1 სერბეთი

18:05 – ესეც მატჩის ყველაზე საინტერესო მომენტები. ამით სერბეთსა და კოსტა-რიკას ცოტა ხნით ვემშვიდობებით და ვერთვებით გერმანიასა და მექსიკას შორის ძალიან საინტერესო დაპირისპირებაზე, რომელიც 55 წუთში დაიწყება.

18:02 – სერბეთმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ამ ჯგუფში თუ ვინმესთან შეიძლებოდა მოგების დაგეგმვა, პირველ რიგში ეს კოსტა-რიკა იყო (მიუხედავად ‘ტიკოების’ მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემისა) და გუნდმა ეს წარმატებით გააკეთა.

17:57 – კოსტა-რიკამ ბურთის ფლობის მხრივ ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. მათი ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვან ფერებში მოჩანს.

90+7′ – მატჩი სერბების გამარჯვებით დასრულდა. კოსტა-რიკამ სიტუაცია საგრძნობლად გაირთულა. წინ ორივე გუნდს ბრაზილიასთან და შვეიცარიასთან თამაში ელის.

90+6′ – ყვითელი ბარათი პრიოვიჩს (სერბეთი) არასპორტული უხეშობისთვის

90+1′ – მსაჯმა 5 წუთი დაამატა. კოსტარიკელებს შანსი ჯერ კიდევ აქვთ.

86′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი კოსტა-რიკის კართან. სერბები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, მსაჯის სასტვენი დუმს.

ალექსანდრ მიტროვიჩი (9) და პიპო გონსალესი (3)

83′ – თამაშის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კოსტა-რიკის ნაკრებს მატჩის გადარჩენის ძლიერი სურვილი აქვს, მაგრამ სერბეთი თვითდაჯერებულად გამოიყურება. ბალკანელები ამ მატჩის დათმობას არ აპირებენ.

76′ – კოსტარიკელი გულშემატკივრები იმედს არ კარგავენ და მღერიან: esta tarde tenemos que ganar (ამ საღამოს გვჭირდება მოგება).

კოსტარიკელი გულშემატკივრები სამარის სტადიონის ტრიბუნებზე.

73′ – ორი ცვლილება კოსტარიკელთა შემადგენლობაში: მარკო ურენიას ნაცვლად მოედანზეა ჯოელ კემპბელი, ხოლო დავიდ გუსმანი დანიელ კოლინდრესმა შეცვალა.

70′ – ცვლილება სერბეთის შემადგენლობაში: ლიაიჩის ნაცვლად მოედანზეა ფილიპ კოსტიჩი.

68′ – კოსტა-რიკა შეტევაზე უფრო აქტიურად გადადის. გასაკვირი არც არის, რადგან გუნდი მატჩს აგებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, აქვთ თუ არა რაიმის შეცვლის რესურსი.

62′ – ცვლილება კოსტა-რიკის შემადგენლობაში. ვენეგასის ნაცვლად კრისტიან ბოლანიოსი თამაშობს.

60′ – ყვითელი ბარათი ივანოვიჩს (სერბეთი), მანამდე კოსტარიკელი გუსმანიც გააფრთხილეს.

58′ – გოლის ავტორია ალექსანდრ კოლაროვი.

კოლაროვის ულამაზეს ჯარიმას კეილორ ნავასმა ვერაფერი მოუხერხა.

57′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ულამაზესი ჯარიმა!!! 1-0 სერბეთის სასარგებლოდ!

52′ – მიტროვიჩი მეკარესთან პირისპირ გადის და კეილორ ნავასი ისევ ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბის მეკარეა. რეალ მადრიდის გოლკიპერმა კოსტა-რიკა ერთხელაც იხსნა.

კეილორ ნავასი მიტროვიჩის დარტყმულს იგერიებს.

50′ – მეორე ნახევარი კოსტარიკელების შეტევებით დაიწყო, თუმცა სერბები მათ იერიშებს ადვილად უღებენ ალღოს და ნელ-ნელა ისევ ეუფლებიან ინიციატივას.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

17:00 – ბურთის ფლობა პორველი ტაიმის შემდეგ:

16:50 – საინტერესო პირველი ტაიმი და რამდენიმე სახიფათო მომენტი ვიხილეთ. იმედია, მეორე ტაიმში ამას გოლებიც დაემატება.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

43′ – ულამაზესი მომენტი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ჩაწოდება საჯარიმოში და სერგეიმ მაკრატელა დაარტყა. მეკარემ სასწაულებრივად აიღო ბურთი. უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯი შეცდა: თამაშგარე არ იყო.

40′ – თანაბარის გარდა ძალისმიერ თამაშიც არის. რამდენიმე სახიფათო შეჯახებაც ვნახეთ. ჯერ-ჯერობით სერიოზული ტრავმები არ გვინახავს.

36′ – სერბთა ამომავალ ვარსკვლავ მილინკოვიჩ-სავიჩს მაისუზე მხოლოდ სახელი, სერგეი აწერია. ახალგაზრდა ნიჭიერმა ნახევარმცველმა უკვე რამდენჯერმე მოსწყვიტა აპლოდისმენტები ტრიბუნებს.

30′ – სერბეთის უპირატესობა უფრო აშკარა ხდება. თამაში უკვე მხოლოდ კოსტარიკელთა ნახევარზე მიდის.

26′ – მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიდის, სერბეთი თითქოს უფრო მეტს უტევს, მაგრამ კოსტარიკელები სახიფათოდ იჩხვლიტებიან. ბურთის ფლობის შეფარდება – 55%-45% სერბეთის სასარგებლოდ.

22′ – ტადიჩთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი კალვოს (კოსტა-რიკა)

17′ – პიპო გონსალესს (წითელი – 3) უკვე ორი კარგი შანსი ჰქონდა პირველი გოლის გასატანად. ასეთი მომენტების ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

15′ – კარგი მომენტი ჰქონდა სერბეთს. ივანოვიჩი გამჭოლ პასს აკეთებდა, მაგრამ კოსტა-რიკელთა მეკარემ იყოჩაღა.

12′ -კიდევ ერთი კარგი მომენტი სერბეთის კართამ. კოსტა-რიკელმა ფეხბურთელმა ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა.

08′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით მიდის. სერბეთიც და კოსტა-რიკაც შემტევი გუნდებია და იმედია დღეს ბევრ გოლს ვნახავთ

დუშან ტადიჩი (10) და ფრანსისკო კალვო

03′ – კოსტა-რიკის საპასუხო ჩხვლეტა. ურენია მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.

02′ – თამაში სერბების შეტევებით დაიწყო. კოსტა-რიკა თავს იცავს.

01′ – მატჩი დაიწყო.

15:58 – ჟღერს ეროვნული ჰიმნები.

15:40 – კოსტა რიკა დღეს წითელი ფორმით ითამაშებს. მათ მსგავსი ფორმა პირველ მატჩში იტალიაში (1990), კორეა/იაპონიაში (2002) და გერმანიაში (2006) ეცვათ.

კოსტა რიკას ფორმა

15:25 – დღევანდელ შეხვედრაში ბრანისლავ ივანოვიჩი სერბეთის ნაკრების მაისურს 104-ედ მოირგებს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. იგი დეიან სტანკოვიჩს გადაასწრებს

ბრანისლავ ივანოვიჩი

15:20 – დღევანდელი საფეხბურთო დღე პირველ არხზე საფეხბურთო გადაცემით დაიწყო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კოსტა რიკა და სერბეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი 15:50 საათზე დაიწყება

16 ივნისი

23:00 – D ჯგუფიხორვატია 2-0 ნიგერია

00:55 – დღევანდელი საფეხბურთო დღე ამით დასრულებულია. ხვალ კიდევ სამი თამაში გველის:

16:00 – კოსტა-რიკა – სერბეთი
19:00 – გერმანია – მექსიკა
22:00 – ბრაზილია – შვეიცარია

90+4′ – მატჩი ხორვატიის გამარჯვებით დასრულდა. ბალკანელებს 3 ქულა აქვთ და D ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. მეორე-მესამე ადგილებს თითო ქულით არგენტინა და ისლანდია იყოფენ, ნიგერია მეოთხე ადგილზეა.

90+1′ – მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ექვსი პენალტი ვიხილეთ, რომელთაგანაც გოლად 4 იქცა. შანსი გამოიყენეს კრიშტიანო რონალდომ, ანტუან გრიზმანმა, მილე იედინაკმა და ლუკა მოდრიჩმა. ლიონელ მესის დარტყმა ისლანდიის მეკარემ აიღო, ხოლო პერუელმა კრისტიან კუევამ ბურთი კარს ააცილა.

ლუკა მოდრიჩის მიერ შესრულებული პენალტი ნიგერიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

87′ – ხორვატებს მშვიდად მიჰყავთ მატჩი გამარჯვებამდე და D ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებამდე.

85′ – ცვლილება ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში. მოედანზე მარიო მანჯუკიჩის ნაცვლად მარკო პიაცა გამოდის.

81′ – ნიგერია ისევ უტევს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ხორვატია არ არის ის გუნდი, რომელიც 10 წუთში ორბურთიან სხვაობას გაანიავებს.

71′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ლუკა მოდრიიიიიიჩ!!! 2-0 ხორვატიის სასარგებლოდ.

70′ – პენალტი ნიგერიის ნაკრების კარში. კუთხურის ჩაწოდების დროს ნიგერიის ნაკრების მცველი უილიამ ტრუსტ-ეკონგი კისერზე ჩამოეკიდა მანჯუკიჩს, რის გამოც მსაჯმა დაუფიქრებლად გაიშვირა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ.

65′ – ცვლილება ნიგერიის შემადგენლობაში: ალექს ივობის ნაცვლად მოედანზეა აჰმედ მუსა.

61′ – ცვლილება ხორვატიისა ნაკრებში: ანდრეი კრამარიჩის ნაცვლად მოედანზეა მარსელო ბროზოვიჩი.

57′ – მეორე ტაიმი ხორვატებმა უფრო მშვიდად დაიწყეს და მხოლოდ კონტრშეტევებში ეძებენ თავიანთ შანსს. ნიგერიელები უფრო მეტს უტევენ, თუმცა ხელშესახებს ჯერ-ჯერობით ვერაფერს ქმნიან.

50′ – ხორვატიის საპასუხო ჩხვლეტა. ივან რაკიტიჩმა შორიდან დაარტყა. არაზუსტად.

48′ – ნიგერიამ მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და ზედიზედ სამი კუთხური ჩააწოდა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო. ზლატკო დალიჩმა საკმაოდ რისკიანი სქემა აირჩია და მოედანზე პირველ ტაიმში ოთხი თავდამსხმელი გაიყვანა. მიუხედავად ამისა, ანგარიში მისი გუნდის სასარგენლოდაა და ვნახოთ, რა ცვლილებებს განახორციელებს მეორე ტაიმში. არ არის გამორიცხული, უფრო ფრთხილ ტაქტიკაზე გადავიდეს.

 

23:58 – თანაბარი პირველი ტაიმის მიუხედავად, ხორვატია უფრო სახიფათოდ და მიზანმიმართულად უტევდა, რამაც შედეგი გამოიღო. კრამარიჩის თავური ნიგერიელ მცველ ეტებოს მოხვდა და კარში შეგორდა. მეკარე უძლური იყო.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

35′ – ოგენეკარო ეტებოს ავტოგოლი. ნიგერია აგებს და დიდი ძალებით მოუწევს შეტევაში წასვლა.

32′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ხორვატია წინ გადის – 1-0. ავტოგოლს ჰგავს.

19′ – ხორვატია ისევ შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე საინტერესო მომენტი შექმნა. ნიგერიელები ყველაზე დიდ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩს აქცევენ.

ჯონ ობი მიკელი (მწვანე მაისურით) და ლუკა მოდრიჩი.

14′ – ხორვატიამ სახიფათო კონტრშეტევა განავითარა და პერიშიჩის დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს

11′ – ნიგერიამ ბურთი დაიჭირა და მეტოქის კარისკენ მისასვლელ გზებს ეძებს.

05′ – პირველი ხუთი წუთი გარდამავალი უპირატესობით მიდის, თუმცა ხორვატიის ოდნავი უპირატესობა იკვეთება. ორივე გუნდი გამარჯვებაზეა მომართული.

01′ – მატჩი დაიწყო.

22:57 – ვუსმენთ ეროვნულ ჰიმნებს.

22:55 – ცნობილი ამერიკელი რეპერი ფი დიდი (P. Diddy) ნიგერიელებს წარმატებას უსურვებს: ‘წარმატებები ნიგერიის სუპერ არწივებს დღეს მსოფლიოს თასზე’.

22:49 – D ჯგუფის პირველ მატჩში დღეს ისლანდიამ არგენტინასთან ფრეს მიაღწია და ამ ერთობ რთულ ოთხეულში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ხორვატიასაც და ნიგერიასაც, შედეგად, აუცილებლად მოგება ესაჭიროებათ, რათა საქმე მნიშვნელოვნად წაიგდონ წინ. კალინინგრადის სტადიონი კი ნელ-ნელა ივსება და ადგილების უმეტესობა ხორვატ გულშემატკივრებს უკავიათ.

22:40 – გუნდები მოთელვაზე გადიან

22:35 – მატჩი ქალაქ კალინინგრადის სტადიონზე გაიმართება.

22:20 – აქვე ნიგერიის სასტარტოც:

უზოჰო; აბდულაჰი, ეკონგი; ბალოგუნი; იდოვუ; ეტებო; ნდიდი; მიკელი; ივობი; მოზესი; იგჰალო

22:13 – ვემზადებით მორიგი მატჩისთვის. ხორვატიის მწვრთნელმა სასტარტო შერმადგენლობაში 4 თავდამსხმელი დააყენა! უკვე ყველაფერი გასაგებია: ბალკანელები მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოდიან მოედანზე.

სუბაშიჩი; სტრინიჩი; ვიდა; ლოვრენი; ვრსალკო; მოდრიჩი; რაკიტიჩი; პერიშიჩი; კრამარიჩი; რებიჩი; მანჯუკიჩი

 

20:00C ჯგუფიპერუ 0-1 დანია

22:00 – აბა გამოიცანით, ვინ გახდა მატჩის გმირი. რა თქმა უნდა. იუსუფ იურარი პოულსენი!

90+5′ – მატჩი დანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

90+1′ – მატჩს 5 წუთი დაემატა.

87′ – ცვლილება პერუს ნაკრებში: რენატო ტაპიას ნაცვლად პედრო აკინო თამაშობს.

86′ – ყვითელი ბარათი ტომას დელანეის (დანია)

85′ – ცვლილება დანიის ნაკრებში: ანდრეას კრისტენსენის ნაცვლად მატიას იერგენსენი თამაშობს.

84′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი დანიის კართან, მაგრამ კასპერ შმაიხელი გვარზე ხტის და რა გინდა, რომ ქნა?!

კასპერ შმაიხელი (1)

 

79′ – პერუ თავდავიწყებით ცდილობს, წაგებას გაექცეს. 10 წუთზე ცოტა მეტი რჩებათ ამისთვის. საინტერესო მატჩი გამოდგა.

71′ – იუსუფ იურარიმ ამჯერად საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა: ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. დღეს ამ ბიჭის დღეა.

იუსუფ იურარი პოულსენი

68′ – ცვლილება დანიის ნაკრებში: პიონე სისტოს ნაცვლად მარტინ ბრაიტვაიტი თამაშობს.

64′ – ცვლილება პერუს ნაკრებში: ედისონ ფლორესის ნაცვლად მოედანზეა ხოსე პაოლო გერერო

62′ – იუსუფ იურარი შეიძლებოდა მატჩის ანტიგმირი გამხდარიყო, მაგრამ ახლა გმირობასთან არის ახლოს. სწორედ მან წააქცია საკუთარ საჯარიმოში კრისტიან კუევა, მაგრამ ამ უკანასკნელმა პენალტი ვერ გამოიყენა. ახლა კი იურარიმ გოლი გაიტანა და დანია დააწინაურა.

იუსუფ იურარი (20) გოლის გატანას ზეიმობს.

59′ – გოოოოოოოოოოოლ!!! დანია წინ გადის! იუსუფ იურარი პოულსენნნნნნნნნ!!! 0-1

57′ – მატჩის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი პერუელების შესრულებით. ასეთი მომენტის გაფუჭება არ შეიძლება.

51′ – მეორე ტაიმი დანიის ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. პერუ იძულებულია დაცვას მეტი ყურადღება მიაქციოს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო

 

21:01 – პერუს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 36-წლიანი შესვენების შემდეგ თამაშობს.

20:55 – ბურთის ფლობის შეფარდება პირველ ტაიმში:

 

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – კრისტიან კუევამ ბურთი ტრიბუნებისკენ გაუშვა. მეორე გაფუჭებული პენალტი ერთი დღის განმავლობაში.

45′ – პენალტი დანიის ნაკრების კარში.

იუსუფ იურარი (20) კრისტიან კუევას წინააღმდეგ წესებს არღვევს.

39′ – დანიის ნაკრებმა პირველად დაარტყა კარში. პერუელი მეკარე ადგილზეა.

38′ – სახიფათო ჯარიმა პერუს ნაკრების კარის მიმართულებით. ყვითელი ბარათი რენატო ტაპიას (პერუ).

36′ – იძულებითი ცვლილება დანიის ნაკრებში: დაშავებული უილიამ კვისტის ნაცვლად ლასე შონე ითამაშებს.

35′ – დანიელი უილიამ კვისტი დაშავდა. ტრავმა სერიოზული ჩანს. ფეხბურთელი თამაშს ვერ გააგრძელებს.

უილიამ კვისტმა ტრავმა მიიღო.

31′ – პერუს კიდევ ერთი სახიფათო შეტევა და კარში დარტყმა, რომელიც მიზანს ასცდა.

29′ – პერუმ სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, გუნდი პოზიციურ შეტევებზე გადადის. ყოველ შემთხვევაში, ტემპი აშკარად დააგდეს.

25′ – ორივე გუნდს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს დანიამ და პერუმ 2016 წელს წააგეს.

20′ – დანიას ჯერ კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამს. პერუმ ხუთჯერ დაარტყა.

12′ – პერუელები ემოციაზე აკეთებენ ფსონს, დანიელები – პრაგმატულობაზე. ჯერ-ჯერობით ემოცია მომგებიანად გამოიყურება: მომენტებს მხოლოდ პერუ ქმნის.

სიმონ კიაერი (ბურთით)

 

09′ – პერუმ კარის ჩარჩოშიც პირველმა მოახვედრა ბურთი. კასპერ შმაიხელი ადგილზეა.

06′ – გუნდებმა თითო შეტევა გაცვალეს. პირველი დარტყმა კარის მიმართულებით პერუელებმა შეასრულეს.

03′ – პირველ წუთებში მოედნის ცენტრისთვის ბრძოლა მიდის. დაცვაში ჩადგომას არც ერთი გუნდი არ აპირებს. წესით ლამაზი ფეხბურთის მოწმენი უნდა გავხდეთ.

01′ – მატჩი დაიწყო.

 

19:55 – გუნდები მოედანზე გამოდიან. ვემზადებით ეროვნული ჰიმნების მოსასმენად.

19:50 – სასტარტო შემადგენლობები:

პერუ:   1. გალიესე, 2. როდრიგესი, 6. ტრაუკო, 8. კუევა, 10. ფარფანი, 13. ტაპია, 15. რამოსი, 17. ადვინკულა, 18. კარილიო, 19. იოტუნი, 20. ფლორესი

დანია: 1. შმაიხელი, 4. კიაერი, 6. კრისტენსენი, 7. კვისტი, 8. დელანეი, 9. იერგენსენი, 10. ერიკსენი, 14. დალსგორი, 17, სტრიგერი, 20. იურარი, 23. სისტო

 

19:40 – დანიელებიც ადგილზე არიან. აბა თქვენ რა გეგონათ?

 

დანიელი გულშემატკივრები.

19:35 – ფეხბურთი და სიყვარული – საუკეთესო შეხამება.

პერუელი გულშემატკივრები უკვე სტადიონზე არიან.

19:30 – ვემზადებით შემდეგი მატჩისთვის. სარანსკის ‘მორდოვია არენაზე’ ერთმანეთს პერუ და დანია დაუპირისპირდებიან.

17:00 – D ჯგუფი – არგენტინა 1:1 ისლანდია 

19:00 – მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მხოლოდ ერთი შეკითხვაა პასუხგაუცემელი: ისლანდია იყო ასეთი კარგი თუ არგენტინა იყო ასეთი ცუდი? ალბათ ერთიც და მეორეც. მატჩის გმირად კი ისლანდიის მეკარე, ჰანეს ჰალდორსონი დასახელდა.

90+5′ – მატჩი დასრულდა.

90+1′ – მატჩს 5 წუთი დაემატა.

90′ – მესის დღეს ყველა სახის შანსი მიეცა, მათ შორის ჯარიმა და პენალტი. როგორც ჩანს, მისი დღე არ არის. ჰანეს ჰალდორსონის დღეა.

ლიონელ მესი საჯარიმოს დასარტყმელად ემზადება

84′ – ცვლილება არგენტინის შემადგენლობაში. გონსალო იგუაინი მაქსიმილიანო მესას ნაცვლად.

82′ – ლეო მესის საფირმო მოჭრილი დარტყმა სანტიმეტრებით ცდება კარს.

80′ – მეორე ტაიმში არგენტინის მწვრთნელმა ორი ცვლილება განახორციელა. ანხელ დი მარიასა და ლუკას ბილიას ნაცვლად მოედანზე არიან ევერ ბანეგა და კრისტიან პავონი.

75′ – ისლანდიის მეკარე ჰანეს ჰალდორსონი პროფესიით კინორეჟისორია და ლიონელ მესის მიერ დარტყმული პენალტის მოგერიებას ალბათ მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმის სცენარში წარმოიდგენდა.

70′ – მთელი გუნდით დაცვაში მდგომ ისლანდიასთან არგენტინას ასპროცენტიანი შანსი მიეცა, რომელიც მესიმ ვერ გამოიყენა. ექნება ‘ალბისელესტეს’ კიდევ მსგავსი შანსი?

64′ – ლეო მესიმ პენალტი გააფუჭა! დუელი მეკარემ მოიგო.

ისლანდიის მეკარე ჰანეს ჰალდორსონი ლიონელ მესის მიერ დარტყმულ თერთმეტმეტრიანს იგერიებს.

63′ – პენალტი ისლანდიის კარში. მესიმ ჩააწოდა, მესა წააქციეს.

58′ – არგენტინის გულშემატკივრებს ალბათ ისლანდიელთა შეცდომის იმედი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ. არგენტინა ზედმეტად სწორხაზოვნად უტევს. კიდევ ერთი ხსნა ლიონელ მესის მიერ რამის მოფიქრებაშია. მიდი, ლეო!

ლიონელ მესი

50′ – მატჩის სურათი არ შეცვლილა. არგენტინა დიდი ძალებით უტევს, ისლანდია დიდი ძალებით იცავს თავს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

17:55 – პირველ ტაიმში ბურთის ფლობის სტატისტიკა:

 

17:50 – ხავიერ მასკერანო 144-ე მატჩს ატარებს არგენტინის ნაკრების მაისურით. ეს ნიშნავს, რომ მან უკვე გააუმჯობესა ხავიერ ძანეტის შედეგი (143 მატჩი)

45′ – პირველი ტაიმი დასრულდა. 1-1

42′ – ისლანდიელ მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე ხვდება. მსაჯის სასტვენი დუმს. საკამათო ეპიზოდი იყო.

40′ – არგენტინა მარწუხებს უჭერს და ისლანდიას კონტრშეტევების საშუალება აღარ ეძლევა.

35′ – არგენტინა ცდილობს ისლანდიის დაცვას მეორედაც უპოვოს გასაღები. ისლანდიელები ძალიან სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობენ.

30′ – შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ ისლანდია აირეოდა, დაცვას გახსნიდა და არგენტინა კიდევ გაიტანდა. არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. ისლანდიელებმა შეტევა და გოლის გატანაც იციან.

23′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ისლანდიამ გაათანაბრა!!! ალფრედ ფინბოგასონი – 1-1

22′ – მესი ურტყამდა შორიდან. ისლანდიელი მეკარე ადგილზეა.

19′ – გოოოოოოოოოოოლ!!! კუნ აგუერრრრროოოოოოო!!! სერხიომ ბურთი საჯარიმოში მიიღო, შემოტრიალდა და ცხრიანში გაუშვა. 1-0

18′ – მესი ისლანდიელებს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავთ და მნიშვნელობა არა აქვს, ბურთით არის არგენტინელი ვარსკვლავი თუ უბურთოდ.

12′ – პირველი სახიფათო მომენტები: მესის მიერ ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ ბურთი ისლანდიის კარს ცოტათი აცდა, რასაც ისლანდიელთა ორი სახიფათო შეტევა მოჰყვა.

10′ – მოლოდინისამებრ, არგენტინა პირველ ნომრად თამაშობს, ისლანდია კი აქცენტს დაცვაზე აკეთებს და ბურთის კოლექტიური ართმევის ტაქტიკას მიმართავს.

02′ – ბურთი თამაშში ისლანდიელებმა შეიყვანეს და კარის მიმართულებით პირველი დარტყმაც შეასრულეს.

01′ – მატჩი დაიწყო.

16:56 – ჟღერს ეროვნული ჰიმნები.

16:55 – მატჩის დაწყებამდე 5 წუთი რჩება. წინ ძალიან საინტერესო თამაში გველის. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისლანდიამ თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დატოვა პრესტიჟული ტურნირის მიღმა, მათ შორის უკრაინა და თურქეთი. რაც შეეხება არგენტინას, მათ შესარჩევი ეტაპი ძალიან ცუდად გაიარეს და მხოლოდ ბოლო მატჩში ეკვადორის დამარცხებით გაინაღდეს ადგილი მსოფლიოს რჩეულ 32 გუნდს შორის.

16:45 – არგენტინელები მოთელვაზე გამოვიდნენ და ტრიბუნები კინაღამ აფეთქდა. ‘ალბისელესტე’ გულშემატკივრების რაოდენობით აშკარად განებივრებულია.

16:40 – იცით თუ არა, რომ უკვე 322 სათამაშო წუთია გასული, რაც არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე გოლი არ გაუტანია. ბოლოს ეს 2014 წელს გამართული პირველობის მეოთხედფინალში გონსალო იგუაინმა შეძლო.

16:18 – გუნდების შემადგენლობა –

არგენტინა: კაბალიერო, ტალიაფიკო, ბილია, მესი, დი მარია, მესა, მასკერანო, მარკოს როხო, ოტამენდი, სალვიო, კუნ აგუერო

ისლანდია: ჰალდორსონი, საევარსონი, რ. სიგურდსონი, გუნდმონდსონი, ბიარნასონი, სიგურდსონი, ფინბოგასონი, არნასონი, გუნარსონი, მაგნუსონი, ჰალფრედსონი

15:54 – მესი და კომპანია მოსკოვის „სპარტაკის“ სტადიონზე მივიდნენ

14:00 – C ჯგუფი – საფრანგეთი 2 : 1 ავსტრალია

90+5′ – მატჩი დასრულდა, საფრანგეთმა ავსტრალია მძიმე შეხვედრაში დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებისგან ყველა მეტს ელოდა (ვიდეო)

90+3′ – ავსტრალიელები ბოლო წუთებზე შეტევას და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობენ, თუმცა მათ აშკარად დაღლილობა დაეტყოთ

მილე იედინაკი

90′ – მსაჯმა მატჩს ხუთი წუთი დაამატა

88′ – ფეკირი საჯარიმოს პირდაპირ კარისკენ ურტყამს, თუმცა ბურთს ავსტრალიელი მცველები გადაეღობნენ

87′ – მატჩის დასრულებამდე 3 წუთია დარჩენილი. ბენიჩი საკუთარ საჯარიმოსთან ბურთს კარგავს, უხეშობს და ყვითელი ბარათით ისჯება

80′ – გოოოოოოოოოოოოლ! ბრწყინვალე კომბინაცია საფრანგეთის ნაკრების შესრულებით – საფრანგეთი წინ პოგბამ გაიყვანა

79′ – დეშამმა ტოლისო გაიყვანა და მატუიდი შემოიყვანა – მორიგი ცვლილება საფრანგეთის შემადგენლობაში

76′ –  ტოლისომ ბურთი დაკარგა, შემდეგ იურიჩზე უხეშად ითამაშა და ყვითელი ბარათით დაისაჯა

72′ – ავსტრალიელი გულშემატკივრები გატანილი გოლის შემდეგ ახმაურდნენ

ავსტრალიელები ტრიბუნებზე

70′ – ორმაგი ცვლილება საფრანგეთის ნაკრებში – ჟირუ გრიზმანის ნაცვლად, ფეკირი კი დემბელეს ცვლის

64′ –  ავსტრალიის ნაკრებში ცვლილებაა – ნაბოტის ნაცვლად იურიჩი შემოვიდა

62′ – გოოოოოოოლ!! იედინაკი ანგარიშს ათანაბრებს – 1:1! ყველაფერი თავიდან იწყება

61′ – უმტიტიმ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა. ამჯერად პენალტი საფრანგეთის კარში დაინიშნა!

59′ –  გატანილი გოლის შემდეგ ფრანგები გამოცოცხლდნენ. სწრაფი იერიში და გრიზმანმა მეტოქის კარისკენ არაზუსტად დაარტყა

58′ – გოოოოოოოოოოლ! 1:0 – გრიზმანმა საფრანგეთი დააწინაურა!

55′ –  პოგბას გამჭოლი გადაცემა და გრიზმანი ავსტრალიელთა საჯარიმოში წააქციეს. მსაჯმა ვიდეო რეფერი მოითხოვა

53′ – მეორე ტაიმის პირველი სახიფათო ეპიზოდი საფრანგეთის კართან შეიქმნა. ბურთს ვარანი იგერიებს

52′ –  მეორე ტაიმის პირველ წუთებში თამაშის ტემპი დაბალია

46′ – მოთამაშეები მოედანზე გამოვიდნენ! მეორე ტაიმი რამდენიმე წამში დაიწყება

14:48 – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი საფრანგეთის კართან შეიქმნა

უგო ლორისი

14:46 –  პირველი ტაიმი დასრულდა. საფრანგეთი 0:0 ავსტრალია

45′ – პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კარისკენ ავსტრალიელებმა დაარტყეს. ბეჰიჩი სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბურთი კარს აცდა

44′ – ტაიმის მიწურულს საფრანგეთი გააქტიურდა. პოგბამ საჯარიმოში გრიზმანს ჩაუწოდა და მეკარესთან ერთი-ერთზე ტოვებდა, თუმცა სეინსბურიმ შესანიშნავად ითამაშა და ეპიზოდი განმუხტა

42′ – პირველი ტაიმის დასრულებამდე ორიოდ წუთი რჩება. საფრანგეთმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და დეშამი უკმაყოფილებას ვერ მალავს

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი

33′ –  კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი ავსტრალიელთა კართან. მცველები ბურთს კუთხურზე იგერიებენ

29′ – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავსტრალიამ მძიმე პირველი წუთები გადაიტანა და თამაშში დაბრუნდა – ბურთის ფლობის სტატისტიკა უკვე თანაბარია.

22′ –  ფრანგებმა მატჩის პირველ რვა წუთში კარში 4-ჯერ დაარტყეს, თუმცა მას შემდეგ ავსტრალიამ თამაში გაათანაბრა. ბურთის ფლობა – საფრანგეთი 56%44% ავსტრალია

17′ – ავსტრალიის ნაკრებმა პირველი რეალური შანსი სტანდარტულიდან მიიღო. ტოლისომ საკუთარ კარში ჩაჭრა და კინაღამ ავტო გოლი გაიტანა, თუმცა ფრანგმა მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია. უგო ლორისი ნაკრებში 99-ე შეხვედრას ატარებს

ლორისის სეივი

15′ – მატჩის პირველ 15 წუთში ფრანგები დომინირებენ. ავსტრალიელები თავს კარგად იცავენ, თუმცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირთ

13′ – შეხვედრის პირველი ყვითელი ბარათი. ლეკიმ ერნანდესის წინააღგმდეგ უხეშად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო

6′ – საფრანგეთის სწრაფი კონტრ იერიში. პოგბამ ბურთი გრიზმანს დაუგდო და კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა ვიხილეთ. რაიანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

ანტუან გრიზმანი

5′ – ავსტრალიის კარებთან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. პოლ პოგბას დარტყმა პირდაპირ რაიანს მიუვიდა ხელში

2′ – თამაში დაიწყო! საფრანგეთი მწვავედ უტევს და მბაპეს პირველი დარტყმაც ვიხილეთ

მატჩის ბურთი

13:30 – კილიან მბაპე დღეს ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელმაც მსოფლიო თასზე საფრანგეთის მაისური მოირგო. ის მხოლოდ 19 წლის და 178 დღისაა, ათი თვით ახალგაზრდა, ვიდრე ბრუნო ბელონე, რომელმაც 1982 წელს ესპანეთთან ითამაშა. მესამე დღის პირველი მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათი რჩება

კილიან მბაპე


15 ივნისი

22:00 – B ჯგუფი – პორტუგალია 3 : 3 ესპანეთი

00:00 – დღეს თქვენთვის მუშაობას ამით ვასრულებთ. ხვალ, 16 ივნისს, ოთხი საინტერესო თამაში გველის:

14:00 – საფრანგეთი – ავსტრალია
17:00 – არგენტინა – ისლანდია
20:00 – პერუ – დანია
23:00 – ხორვატია – ნიგერია

00:00 – პორტუგალია 3:3 ესპანეთი – მატჩის საუკეთესო მომენტები

90+4′ – მატჩი-საოცრება დასრულდა. პორტუგალიამ სამჯერ დაარტყა კარში და სამივე გაიტანა.

90+1′ – მატჩს 4 წუთი დაემატა.

88′ – გოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოოლ!!! კრიშტიანო რრრრრრონალდოოოოოო!!! მიმდინარე მუნდიალის პირველი ჰეთ-თრიკიც დაიდოო!! ულამაზესი საჯარიმო დარტყმა და პორტუგალიელთა ლიდერმა, როგორც ჩანს, თამაში გადაარჩინა.

86′ – ცვლილება ესპანეთის შემადგენლობაში: დავიდ სილვას ნაცვლად ლუკას ვასკესი თამაშობს.

82′ – ბურთის ფლობა: პორტუგალია 38% : 62% ესპანეთი

80′ – ცვლილება პორტუგალიაში: გონსალო გუედეშის ნაცვლად ანდრე სილვა თამაშობს.

77′ – ცვლილება ესპანეთის შემადგენლობაში: დიეგო კოსტას ნაცვლად იაგო ასპასი თამაშობს.

75′ – პორტუგალიამ ზედიზედ ოთხი თამაში წააგო ევროპულ გუნდთან მსოფლიოს ჩემპიონატზე. იქნება დღევანდელი მატჩი მეხუთე?

ნაჩოს მესამე გოლი გააქვს პორტუგალიის კარში.

70′ – ცვლილება ორივე გუნდის შემადგელობაში. პორტუგალია: ბერნარდო სილვას ნაცვლად მოედანზეა კუარეჟმა; ესპანეთი: ტიაგო ალკანტარა ინიესტას ნაცვლად ითამაშებს.

68′ – ცვლილება პორტუგალიის ნაკრებში: ბრუნო ფერნანდეშის ნაცვლად მოედანზეა ჟაოა მარიო.

65′ – თამაში ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინს ამართლებს. პორტუგალია და ესპანეთი ზუსტად ისეთ ფეხბურთს გვაჩვენებენ, როგორიც გვიყვარს!

დიეგო კოსტა ანგარიშს ათანაბრებს – 2-2

58′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ნაჩოოოოოოოო!!! ულამაზესი გოლი!!! საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთი შეუჩერებლად გაიგზავნა კარისკენ. ასეთ დარტყმას აუღებელს ეძახიან. პორტუგალია 2-3 ესპანეთი.

55′ – გოოოოოოოოოოოლ!!! დიეგო კოსტააააააა!!! მეორე დუბლი ერთ მატჩში. კრიშტიანო რონალდო 2-2 დიეგო კოსტა. ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი სერხიო ბუსკეტსმა თავით კარის წინ დააგდო, სადაც დიეგო კოსტამ ყველას დაასწრო.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

23:00 – დიეგო კოსტამ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატარებულ 150-ე წუთზე შეძლო თავისი პირველი გოლის გატანა.

22:55 – პორტუგალიის მიერ მეოთხე წუთზე გატანილი გოლი მესამე ყველაზე სწრაფი პენალტია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. 1974 წელს ჰოლანდიელმა იოჰან ნეესკენსმა გერმანიას მეორე წუთზე გაუტანა თერთმეტმეტრიანი, 2014 წელს კი კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა, რობინ ვან პერსიმ – ბრაზილია მესამე წუთზე დაამწუხრა.

22:50 – პირველი ნახევარი საათის შემდეგ პორტუგალიამ თამაშზე კონტროლი დაკარგა და რამდენჯერმე აშკარა გოლს გადაურჩა, ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე კი მეორე გოლის გატანა მოახერხა. ‘ლუსიტანიელები’ კრიშტიანო რონალდოს დუბლით იგებენ.

45′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

44′ – გოოოოოოოოოოოლ!!! კრიშტიანო რრრრრრონალდოოოოო!!! დე ხეას აშკარა შეცდომა და პორტუგალია ისევ წინ გადის. 2-1

38′ – ფერნანდო იერო: ‘მეტი აქცენტი ფლანგებზე!’

35′ – სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მთლიანად ესპანეთის ხელშია. პორტუგალიას სულ უფრო უჭირს. ისკომ ბურთი ხარიხას გაარტყა, ინიესტამ სანტიმეტრებით ააცილა… მოასწრებს თუ არა მეორე გოლს ესპანეთი პირველ ტაიმში?

28′ – ყვითელი ბარათი ბრუნო ფერნანდეშს (პორტუგალია)

25′ – გოოოოოოოოოოოლ!!! დიეგო კოსტააააა!!! ბრაზილიელმა ესპანელმა გრძელი გადაცემა მიიღო, თითქოს წესიც დაარღვია პეპეს წინააღმდეგ, კიდევ ორი მცველი დააბნია და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა. მსაჯმა ჩათვალა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. 1-1

18′ – ყვითელი ბარათი სერხიო ბუსკეტსს (ესპანეთი).

17′ – პორტუგალია აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებს. გუედეში ესპანელთა კარისკენ გაიჭრა, მაგრამ გზა სერხიო რამოსმა გადაუღობა.

11′ – საწყის წუთებზე შეტევების შემდეგ პორტუგალიამ ოდნავ უკან დაიხია. ესპანეთი საპასუხო გოლისთვის ვარიანტებს ეძებს.

04′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ქრიშტიანო რრრრრრონალდოოოოოოოოო!!!! დე ხეა ერთ მხარეს გადახტა, ბურთი საპირისპირო კუთხეში შევარდა. 1-0

03′ – პენალტი ესპანეთის კარში. ბურთთან რონალდო მიდის.

მე-4 წუთზე რონალდომ პენალტი გამოიმუშავა.

01′ – მატჩი დაიწყო.

21:56 – გუნდები მოედანზე გამოდიან, გულშემატკივრები ტრიბუნებზე არიან. ვემზადებით ძალიან საინტერესო მატჩისთვის.

21:52 – სასტარტო შემადგენლობები:

პორტუგალია: 1. რუი პატრისიო, 3. პეპე, 5. რაფაელი, 6. ფონტე, 7. რონალდო, 8. მოუტინიო, 11. ბერნარდო, 14. უილიამი, 16. ფერნანდესი, 17. გედესი, 21. სედრიკი

ესპანეთი: 1. დე ხეა, 3. პიკე, 4. ნაჩო, 5. სერხიო, 6. ინიესტა, 8. კოკე, 15. რამოსი, 18. ჟორდი ალბა, 19. დიეგო კოსტა, 21. სილვა, 22. ისკო

21:40 – მატჩი ქალაქ სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, მთავარი მსაჯი – ჯანლუკა როკი (იტალია)

 

21:31 – ნახევარ საათზე ნაკლები რჩება მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩის დაწყებამდე.

პორტუგალიელი გულშემატკივრები მატჩისთვის ემზადებიან.

19:00 – B ჯგუფი – მაროკო 0 : 1 ირანი

21:28 – მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამარცხებული გუნდის ნახევარმცველი ამინ ჰარიტი დასახელდა.

21:20 – აზიზ ბუჰადუზმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ავტოგოლი გაიტანა.

21:07 – ბოლო 20 წლის მანძილზე ირანელებმა პირველი თამაში მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1998 წელს მათ აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს.

90+6′ – მატჩი ირანის გამარჯვებით დასრულდა. თამაშის მიმდინარეობა სხვაგვარი პროგნოზის გაკეთების საფუძველს იძლეოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. გოლის ვიდეოს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

90+5′ – გოოოოოოოოოოოლ!!! შეცვლაზე შემოსულმა აზიზ ბუჰადუზმა (მაროკო) საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ირანი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა.

90+2′ – ყვითელი ბარათი კარიმ ანსარიფარდს (ირანი)

90+1′ – მსაჯმა 6 წუთი დაამატა.

90′ – შთაბეჭდილება იქმნება, რომ ირანი უფროა თანახმა ფრეზე, ვიდრე მაროკო.

 

81′ – იძულებითი ცვლილება ირანის შემადგენლობაშიც. ტრავმა მიიღო ომიდ ებრაჰიმიმ, რომელიც პეჯმან მონტაზერიმ შეცვალა.

77′ – ორი ცვლილება მაროკოს შემადგენლობაში. დაშავებული ნორდინ ამრაბატის ნაცვლად შემოვიდა მისი ძმა, სოფიან ამრაბატი, ხოლო აიუბ კააბი აზიზ ბუჰადუზმა შეცვალა.

65′ – ცვლილება ირანის ნაკრებში. მასუდ შოჯაეის ნაცვლად შემოდის მეჰდი თარემი.

მეჰდი თარემი (ირანი)

56′ – მატჩი შედარებით გათანაბრდა, მაგრამ მაროკოელთა სათამაშო უპირატესობა მაინც აშკარაა.  ბურთის ფლობის შეფარდება:

50′ – მეორე ტაიმიც მაროკოს შეტევებით დაიწყო. ირანი ისევ დაცვას ამაგრებს.

სანქტ-პეტერბურგი, სტადიონი ‘კრესტოვსკი’

47′ – ყვითელი ბარათი ალირეზა ჯაჰანბახშს (ირანი)

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

19:55 – ეკტორ რაულ კუპერი: მო სალაჰი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ მთავარი გუნდია და ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რისკები თავიდან აგვეცილებინა. სალაჰი დიდი ძალა იქნება მომავალ მატჩებში.

45′ – პირველი ნახევარი დასრულდა. ტაიმის ბოლოსთვის ირანმა თამაში გაათანაბრა და რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა.

სახიფათო მომენტი მაროკოს კართან

42′ – ირანის პირველი სახიფათო შეტევა. მაროკო მეკარემ გადაარჩინა.

34′ – ყვითელი ბარათი კარიმ ელ-აჰმადის (მაროკო) სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის

კარიმ ელ-აჰმადი (8)

33′ – მიუხედავად მაროკოს დიდი უპირატესობისა, კარის ჩარჩოში გუნდმა  მხოლოდ ერთხელ მოახვედრა ბურთი. ირანის ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ნულოვან ნიშნულზეა.

25′ – მაროკო ისევ დომინირებს. ბურთის ფლობის შეფარდება 73% – 27% ჩრდილოაფრიკელთა სასარგებლოდ.

მასუდ შოჯაეი – 7 (ირანი) და მბარკ ბუსუფა – 14 (მაროკო)

20′ – სახიფათო მომენტი ირანის საჯარიმოში. ბურთი ჯიუტად არ შედის კარში.

19′ – ყვითელი ბარათი მასუდ შოჯაეის (ირანი)

10′ – ირანს ჯერ ერთი შეტევაც კი არ განუხორციელებია. შთაბეჭდილება იქმნება, რომ გოლი ირანელთა კარში მხოლოდ დროის საკითხია.

05′ – მატჩი მაროკოელთა შტურმით დაიწყო. ირანი ჯერ-ჯერობით თავს კარგად იცავს.

01′ – მატჩი დაიწყო.

18:55 – გუნდები მოედანზე არიან. ჟღერს ეროვნული ჰიმნები.

18:50 – მატჩი გაიმართება სტადიონზე ‘კრესტოვსკი’, სანქტ-პეტერბურგი.

18:40 – მაროკოელი და ირანელი გულშემატკივრები თამაშისთვის მზად არიან. მატჩის დაწყებამდე 20 წუთი რჩება.

18:36 – „ეკატერინბურგ არენა“. თამაში თუ უინტერესო გამოდგა, ქალაქის ხედებით ისიამოვნებ.

18:30 – ეკტორ რაულ კუპერი (ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი): გვყავს ის ფეხბურთელები, რომლებიც გვყავს და ვფიქრობ, რომ უმაღლესი კლასის მეტოქის გათვალისწინებით, ცუდად არ გვითამაშია.  რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთესი შედეგიც მიგვეღო, მაგრამ დასკვნით სტადიაში სიზუსტე დაგვაკლდა.

18:13 – კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სტატისტიკა: 1970 წლის შემდეგ ურუგვაიმ პირველად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით. 48 წლის წინ ‘სელესტემ’ ეს ისრაელთან გააკეთა (2-0)

18:10 – ურუგვაის მეკარე ფერნანდო მუსლერამ თავისი ლეგენდარული თანამემამულის, ლადისლაო მაზურკევიჩის რეკორდი გაიმეორა: მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებული მეხუთე მატჩი მშრალად შენახული კარით.

 

18:05 – ურუგვაიმ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ეგვიპტეს და საჭირო სამი ქულა აიღო. A ჯგუფში რუსეთი ლიდერობს, მას მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება ურუგვაი.

18:02 –  დღის მეორე მატჩში ერთმანეთს მაროკო და ირანი დაუპირისპირდებიან

16:00 – A ჯგუფი – ეგვიპტე 0:1 ურუგვაი

90+5 – დრამატული მატჩი ურუგვაის გამარჯვებით დასრულდა – 0-1

90+1′ – მსაჯმა მატჩს 5 წუთი დაამატა. ეგვიპტეს მატჩის გადარჩენა სურს, მაგრამ ურუგვაი ბურთს არ უთმობს.

90′ – გოოოოოოოოოოოლ!!! გოლის ავტორია ხოსე ხიმენესი (ურუგვაი)

88′ – ცვლილება ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში. მატიას ვესინოს ნაცვლად მოედანზეა ლუკას ტორეირა.

88′ – მატჩის ბოლო წუთები. ურუგვაი სახიფათო ჯარიმას დაარტყამს.

82′ – ცვლილება ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში. ამრ ვარდას ნაცვლად რამადან სობჰი შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მუჰამედ სალაჰს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

80′ – ანგარიში კვლავ 0:0, თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთია დარჩენილი

73′ – კავანიმ ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა თავდამსხმელმა დარტყმა დააყოვნა და ბურთს ელშენავი დაეუფლა

ლუის სუარესმა დღევანდელ მატჩში ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა

71′ – კუთხურის შემდეგ ბურთი კავანის მიუვიდა, რომელმაც კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი ხელში მისივე თანაგუნდელ კასერესს მოხვდა

68′ –  სანჩესის შორეული დარტყმა ეგვიპტელმა მცველმა მოიგერია

63′ – ეგვიპტელთა მორიგი ცვლილება – მარვანის ნაცვლად მოედანზე კაჰრაბა გამოვიდა

61′ – სამხრეთ ამერიკელები დიდი ძალებით უტევენ, ხოლო ეგვიპტე კი კონტრ შეტევებზე თამაშს ცდილობს

ნაჰითან ნანდესი

59′ – ორი ცვლილება ურუგვაის შემადგენლობაში – სანჩესმა ნანდესი შეცვლა, ხოლო როდრიგესი არასკაეტას ნაცვლად შემოვიდა

58′ – ლუის სუარესმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, თუმცა მცველს ვერ გაუმკლავდა და დარტყმა კარიდან

51′ – ეგვიპტელები მეტოქის საჯარიმოსთან აქტიურობენ, თუმცა ურუგვაი თავს კარგად იცავს

50′ – ცვლილება ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში – ტარიკ ჰამედის ნაცვლად მოედანზე მორსი გამოვიდა

47′ –  მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე ურუგვაელებმა სახიფათო მომენტი შექმნეს. კარში კვლავ სუარესი ურტყამდა, თუმცა ელშენავი მოწოდების სიმაღლეზეა

17:02 – პირველი ტაიმის სტატისტიკა: ბურთის ფლობა – ეგვიპტე 43% : 57% ურუგვაი. კარში დარტყმა – ეგვიპტე 2 : 6 ურუგვაი

16:55 – სალაჰის გარეშე მოთამაშე ეგვიპტე პირველი ტაიმით კმაყოფილი უნდა იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ფავორიტ ურუგვაელებზე

ლუის სუარესი მოედანს პირველი ტაიმის შედეგით უკმაყოფილო ტოვებს

45+1′ – პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. კუიპერსმა ტაიმს მხოლოდ ერთი წუთი დაამატა

44′ – ტაიმის ბოლო წუთები ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს, თუმცა ანგარიში კვლავ 0:0-ია

38′ – მო სალაჰი ნელ-ნელა მოედანზე გამოსასვლელად ემზადება

მო სალაჰი

37′ – კვლავ ურუგვაი აქტიურობს. სამხრეთ ამერიკელები აქცენტს საჯარიმოში ჩაწოდებაზე აკეთებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ

31′ – სახიფათო საჯარიმო ლუის სუარესმა შეასრულა. ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა

ლუის სუარესი

27′ – ბოლო წუთებში ურუგვაიმ უპირატესობა მოიპოვა. სამხრეთ ამერიკელები მეტოქეს აქტიურად უტევენ

23′ – ლუის სუარესმა შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. კუთხურის შემდეგ მის მიერ კარში დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხვდა

23′ – კავანის დარტყმული ბურთი გაბრიმ მოიგერია. ურუგვაი გააქტიურდა

20′ – ორივე გუნდი მთელი ძალით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ჯერ-ჯერობით თანაბარი თამაში მიმდინარეობს

მარვანი და გოდინი ბურთის მოპოვებისთვის იბრძვიან

14′ – საქმეში სუარესიც ჩაერთო, თუმცა მისი დარტყმა ძალიან არაზუსტი გამოდგა

11′ –  ეგვიპტელთა მხრიდან კარში ტრეზეგემ დაარტყა. მუსრელა ბურთს იგერიებს. „ტვიტერის“ მომხმარებლების 65%-ის აზრით დღევანდელ მატჩს ურუგვაი მოიგებს

8′ –  კარისკენ პირველი დარტყმა კავანიმ შეასრულა, თუმცა ბურთი ეგვიპტელთა მეკარემ მოიგერია

4′ – მატჩის მე-4 წუთი, კავანიმ მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა თამაში გააგრძელა. ჰექტორ კუპერმა მატჩის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა: „ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს ამ ტურნირის მიმართ, ჩვენი მიზანი საუკეთესო შედეგია.“

ჰექტორ კუპერი – ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელი

1′ – თამაში დაიწყო! იმედია დღეს ეგვიპტელ „ფარაონს“ მოედანზე ვიხილავთ

ეგვიპტელი გულშემატკივარი, რომელიც მო სალაჰს ჰგავს

15:48 – გურამ კაშია: ინგლისს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ფავორიტებად ბრაზილია, საფრაგეთი და გერმანია მიმაჩნია

15:00 – ურუგვაელი გულშემატკივრები სტადიონთან იკრიბებიან და მშვენიერ ხასიათზე არიან

ურუგვაელი გულშემატკივრები

14:12 – დღის პირველი გადაცემა 15:15 საათზე დაიწყება, სტუმრად გადაცემაში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია

„ვიტესის“ ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია უკვე „სან ხოზე ერსქვეიქსის“ ფეხბურთელია

14:00 – დღევანდელი სათამაშო დღე 16:00 საათზე „A“ ჯგუფის ფავორიტების მატჩით იწყება – ეგვიპტე ურუგვაის დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის მიუხედავად მო სალაჰი ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაშია და მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრების მატჩის წინა ვარჯიშზე


14 ივნისი

18:50 – A ჯგუფი –  რუსეთი 5:0 საუდის არაბეთი

20:57 – დღეს თქვენთვის მუშაობას ამით ვასრულებთ. ხვალ სამი საინტერესო თამაში გველის:

16:00 – ეგვიპტე – ურუგვაი
19:00 – მაროკო – ირანი
22:00 – პორტუგალია – ესპანეთი

90+4′ – მატჩი რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 5-0

90+3′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ალექსანდრ გოლოვინი! 5-0

90+1′ – გოოოოოოოოოოოლ!!! დენის ჩერიშევის დუბლი! 4-0

90′ – მატჩს სამი წუთი დაემატა.

88′ – ყვითელი ბარათი ალექსანდრ გოლოვინს (რუსეთი)

87′ – სამ წუთზე ოდნავ მეტი მატჩის დასრულებამდე. რუს ფეხბურთელებს მშვიდად მიჰყავთ საქმე პირველი გამარჯვებისკენ.

71′ – მოედანზე შემოსულმა დზიუბამ საუდის არაბეთის ნაკრებს მესამე გოლი გაუტანა (ვიდეო)

71′ – გოოოოოოოოოოოლ!!! არტიომ დზიუბა 3-0

არტიომ დზიუბა (22) – 3-0

70′ – ცვლილება რუსეთის ნაკრებში. ფიოდირ სმოლოვის ნაცვლად მოედანზეა არტიომ დზიუბა.

64′ – ცვლილება ორივე გუნდის შემადგენლობაში. რუსეთის ნაკრებში ალექსანდრ სამედოვის ნაცვლად თამაშობს დალერ კუზაევი, ხოლო საუდის არაბეთში აბდულა ოტაიფის ნაცვლად მოედანზეა ფაჰად ალ მუვალადი

54′ – მატჩის სურათი არ შეცვლილა. რუსეთი უპირატესობას ფლობს, საუდის არაბეთი ამაოდ ცდილობს რაღაცა შექმნას

ალექსანდრ გოლოვინი

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო

19:55 – იური გაზინსკი პირველი ფეხბურთელია 2006 წლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე კარში დარტყმა გოლად აქცია. 2006 წელს ეს გერმანელმა ფილიპ ლამმა გააკეთა, როდესაც გახსნით მატჩში კოსტა-რიკას გაუტანა.

45′ – პირველი ტაიმის დასასრული.

43′ –  რუსეთი 2:0 საუდის არაბეთი – დენის ჩერიშევის გოლი!

43′ – გოოოოოოოოოოოლ!!! დენის ჩერიშევი – 2-0

დენის ჩერიშევი – 2-0

32′ – თამაში მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობს. რუსები მეტოქის ნახევარზე აქტიურ პრესინგს მიმართავენ და საუდის არაბეთს შეტევის საშუალებას არ აძლევენ

24′ – მატჩის პირველი ცვლილება: ალან ძაგოევის ნაცვლად მოედანზეა დენის ჩერიშევი

ალან ძაგოევი

22′ – რუსი თავდამსხმელი ალან ძაგოევი ფეხს იტკიებს. შესაძლოა პირველი იძულებითი ცვლილების მოწმენი გავხდეთ.

12′ – გაზინსკის გოლი (ვიდეო)

12′ – გოოოოოოოოოოოლ!!! მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გოლის ავტორია იური გაზინსკი (რუსეთი)

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები პირველ გოლს ზეიმობენ. იური გაზინსკი (8)

09′ –  მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიდის. რომელიმე გუნდის უპირატესობა არ გამოკვეთილა

მოჰამედ აბდურაიკი (საუდის არაბეთი)

03′ – მატჩის პირველი კუთხური. რუსეთი აწვდის

01′ – ბურთი გაგორდა, მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 დაიწყო!

 

18:58 – ჟღერს საუდის არაბეთისა და რუსეთის ეროვნული ჰიმნები

18:51 – სასტარტო შემადგენლობები

რუსეთი: 1.აკინფეევი, 2. ფერნანდესი, 3. კუტეპოვი, 4. იგნაშევიჩი, 8. გაზინსკი, 9. ძაგოევი, 10. სმოლოვი, 11. ზობნინი, 17. გოლოვინი, 18. ჟირკოვი, 19. სამედოვი

საუდის არაბეთი: 1. აბდულა, 3. ოსამა, 5. ომარი, 6. ალბურაიკი, 7. სალმანი, 8. იაჰია, 10. ალსაჰლავი, 13. იასერი, 14. ოტაიფი, 17. ტაისირი, 18. სალემი

18:42 – გახნის ცერემონიაზე ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა რუს აიდა გარიფულინასთან ერთად იმღერა

რობი უილიამსი და აიდა გარიფულინა

18:37 – მოსკოვში 17 გრადუსი სითბოა. გულშემატკივრები კარგ ხასიათზე არიან

რუსი გულშემატკივარი

18:34 – გახსნის ცერემონიალი დაიწყო

ლუჟინი სთედიუმი

18:20 – გავიხსენოთ ლეგენდარული გოლი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან – საიდ ალ ოვაირანი (საუდის არაბეთი)


17:53 – სტადიონზე ნაცნობი სახე გამოჩნდა. იკერ კასილიასმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2010 წელს, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიპოვა.

იკერ კასილასი

17:50 – საუდის არაბეთის ფეხბურთელები მატჩის წინ ხურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ზუსტად ერთ საათში დაიწყება.

აბდულა ალ-ხაიბარი (11) მატჩის წინ ხურდება

17:45 – საუდის არაბეთის გულშემატკივრები მატჩის დაწყებამდე „ლუჟნიკი სთედიუმზევე“ ლოცულობენ.

საუდის არაბეთის გულშემატკივრები

17:35 – მსოფლიო თასის დაწყებამდე საათზე ოდნავ მეტი დრო დარჩა.

17:30 – რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა 2002 წელს მოიგო, ხოლო საუდის არაბეთმა 24 წლის წინ.