ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ქუჩა, SAKARTVELO STREET გაიხსნება
ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ქუჩა, SAKARTVELO STREET გაიხსნება

ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ქუჩა, SAKARTVELO STREET გაიხსნება.

ინფორმაცია პირველ არხს ლიტვაში საქართველოს ელჩმა დაუდასტურა. ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ვილნიუსის მერიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გადაწყდება ქუჩის ზუსტი მდებარეობა.

ვილნიუსის ცენტრში 2015 წლიდან თბილისის სახელობის სკვერია გახსნილი, სადაც განთავსებულია სკამები საქართველოს დედაქალაქის სიმბოლიკით. სკვერი საქართველოს და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს.