ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2019 წლის 12 მაისს გაიმართება, მეორე კი 26 მაისს. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობა ევროპარლამენტის წევრებსაც აირჩევს.
2019 წლის გაზაფხულზე მოქმედ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ის ლიტვას უკვე ცხრა წელია მართავს.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ლიტვის მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ხმას მოქმედ პრემიერ-მინისტრს, საულიუს სკვერნიალის მისცემდა.
ლიტვაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ხუთი წლის ვადით ირჩევენ.