ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დღეს, 09:00 საათიდან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტომობილებისთვის მოძრაობა დროებით ცალმხრივად შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ბერიტაშვილის ქუჩიდან – ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების კვეთამდე (ე.წ. ლისის წრიულამდე). სოფელ ლისიდან მომავალი ავტომობილები ნუცუბიძის პლატოს გავლით შეძლებენ სასურველი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, დღეს, 19:00 საათზე შეზღუდვა მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.