ლისაბონში, პარლამენტის შენობასთან მეხანძრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მზარდი ინფლაციის ფონზე ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პორტუგალიელი მეხანძრეები ასევე ითხოვენ სახელფასო დანამატს სამსახურის სირთულის გათვალისწინებით, ასევე სამუშაო გრაფიკის შემსუბუქებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მეხანძრეების უსაფრთხოება და ქმედითუნარიანობა.