ლისაბონში ევროვიზია 2018-ის მონაწილე 43 ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრა მიმდინარეობს
ლისაბონში ევროვიზია 2018-ის მონაწილე 43 ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე ესწრება.
შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „დომ პედროს“ საკონფერენციო დარბაზში ტარდება, სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი ტელევიზიის RTP-ის წარმომადგენლები და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.
დღესვე მოხდება კონკურსის ლოკაციის „ალტიჩე არენას“ დათვალიერება. შეხვედრაზე საკონკურსო სიმღერებსაც მოისმენენ.