ჩემპიონთა ლიგის დასრულების კიდევ ერთი ვარიანტი დასახელდა
 ჩემპიონთა ლიგის დასრულების კიდევ ერთი ვარიანტი დასახელდა

უეფა განიხილავს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულების კიდევ ერთ ვარიანტს, – იტყობინება გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.

წყაროს ცნობით, მეოთხედფინალიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი ლისაბონში გაიმართება. ამ სტადიისთვის ჩვეული ორმატჩიანი ფორმატი არ იქნება – ფინალამდე თითომატჩიანი რაუნდები ჩატარდება.

აღვნიშნავთ, რომ ლისაბონში გუნდებს შესთავაზებენ სასტუმროებსა და საწვრთნელ მინდვრებს, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი ფრენები.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს არ სურს ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლში გამართვა. არსებობს გერმანიაში „ოთხთა ფინალის“ ჩატარების ვარიანტიც.