სულამანიძემ კორელი დაამარცხა, პირველი შეხვედრა ღვინიაშვილმაც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოდის. ტურნირზე მედლები მამაკაცებსა და ქალებში ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძემ გამოცდილი მიხაელ კორელი გაფრთხილებებით დაამარცხა და მეორე წრეში ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან იჭიდავებს.

90კგ-ში პირველი შეხვედრა მოიგო ბექა ღვინიაშვილმაც, რომელმაც ესტონელი ძიუდოსტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხმა წევრმა – ვარლამ ლიპარტელიანმა (100), ლაშა ბექაურმა (90), ლევან მატიაშვილმა (+100) და გურამ თუშიშვილმა (+100) კონტინენტის პირველობა გამარჯვებებით დაიწყეს.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე გამომსველელი ექვსი ქართველი ძიუდოსტიდან პირველი შეხვედრები ყველამ მოიგო. +78კგ-ში ევროპის ჩემპიონატზე სოფიო სომხიშვილს პირველი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.