ლისაბონში, ერთ-ერთ პარკში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასობით მეხანძრეა ჩართული

09:25, 26.07.2023

ლისაბონში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ასობით პორტუგალიელი მეხანძრე ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით ცდილობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ხანძარი ლისაბონის ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილის მახლობლად, პარკში გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირებას ძლიერი ქარი ართულებს. ქარის გამო ცეცხლის ქრობის სამუშაოების შეწყვეტა მოუწიათ თვითმფრინავებს.

ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან და არც საცხოვრებელი სახლები დაზიანებულა.

მსგავსი