ლისაბონში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა – დაშავდა 28 ადამიანი

03:04, 15.12.2018

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტრამვაის რელსებიდან გადასვლის გამო სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა. გამოცემა Publico-ს ინფორმაციით, ავარიის მიზეზად არასწორი დამუხრუჭება იქცა.

დაშავებულებს პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე 50-მდე მაშველი გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად მძიმე დაზიანება არავის მიუღია.

მსგავსი