პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტრამვაის რელსებიდან გადასვლის გამო სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა. გამოცემა Publico-ს ინფორმაციით, ავარიის მიზეზად არასწორი დამუხრუჭება იქცა.
დაშავებულებს პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე 50-მდე მაშველი გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად მძიმე დაზიანება არავის მიუღია.