ლიპეცკის ოლქის საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახური - ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ლიპეცკის ოლქში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლიპეცკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია, რომელსაც მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენს ადმინისტრაცისთან. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს შორის არის ერთი ბავშვი, რომელსაც აქვს მსუბუქი დაბეჟილობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლიპეცკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.
ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე სტანოვლიანსკისრაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავტობუსში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა – ორი მძღოლი და 17 მგზავრი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე იყო.