ლიონში აფეთქებაში ეჭვმიტანილმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი აღიარა
ლიონში აფეთქებაში ეჭვმიტანილმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი აღიარა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ სასამართლო უწყების ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მან აღიარა, რომ დაამზადა ამანათის სახის ბომბი და საცხობის წინ, ლიონ-პერაშის მატარებლის სადგურზე შეიტანა“ – განაცხადა გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ.
გასულ კვირაში, ლიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. საფრანგეთის პოლიციამ მთავარი ეჭვმიტანილი, 24 წლის ალჟირელი სტუდენტი, ასევე საქმესთან დაკაშირებული კიდევ სამი ადამიანი დააკავა.